"მურუსიძის ადვოკატი, რომ არ ვარ ეს თქვენც კარგად იცით და ეკა ბესელიამაც" - გიორგი ვოლსკი

 

"მურუსიძის ადვოკატი, რომ არ ვარ ეს თქვენც კარგად იცით და ეკა ბესელიამაც,“ - განაცხადა "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ

 

როგორც ვოლსკმა გადაცემაში "ჩაი მაკა რაზმაძეთან ერთად“  სტუმრობისას განაცხადა, მურუსიძე იმ ადამიანების მიერ მიღებული კანონით ხელმძღვანელობდა, რომლებიც მოგვიანებით შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბებოდნენ.

 

"მურუსიძის ადვოკატი, რომ არ ვარ ეს თქვენც კარგად იცით და ეკა ბესელიამაც, თუმცა მაგას მნიშვნელობა არ აქვს. თემა ასეთია: როდესაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა დაგვხვდა პრეზიდენტი, სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი, ადგილობრივი თვითმართველობა, კიდევ რა გითხრათ, ყველაფერი... ყველა სტრუქტურა სააკაშვილის სახელით და რაც მთავარია, ქალაქის მერი და სააკაშვილი პრეზიდენტი.

 

გულახდილად რომ გითხრათ იყო ცდუნებაც, რომ აიღო და მოაცილო ყველა, ფიზიკური ძალა (მუშტი მკრივი არ მაქვს მხედველობაში) აი, ისეთი როგორც სააკაშვილმა გააკეთა, ზოგი  ციხეში, ზოგი... ვიღაცებს ჰქონდა ეგეთი ცდუნება, მაგრამ რეალურად, ქვეყანას დამშვიდება სჭირდებოდა. ჯერ ერთი დღეს,  რომ მურუსიძე უვადო მოსამართლეა, ის იუსტიციის უმაღლესი  საბჭოში აღარ არის, მაშინ რატომ ერთხელ მაინც არავინ არ იკითხა რომელი კანონით ხელძღვანელობდა ის. მურუსიძე, რომელიც იგივე გვირგვლიანის საქმეს არჩევდა. ხელმძღვანელობდა იმ ადამიანების მიერ მიღებული კანონით, რომელსაც ბესელია მოგვიანებით მიუჯდა გვერდით შალვა ნათელაშვილის "ფანჩატურში".

 

იმათმა კანონი დაუწერეს მურუსიძეს და უთხრეს, რომ - შენ აქედან აქამდე შეგიძლია მიუსაჯო, იქედან აქამდე არ შეგიძლია. მე უფლება მაქვს შევიწყალო, უფლება მაქვს ესენი ერთობლივ კამერაში ჩავსვა. მე ამის უფლება მაქვს და ეს კანონი დავწერე და მურუსიძის ადვოკატი არ ვარ მეთქი, მურუსიძეს უნდა შემოეხია ეს მოსამართლის მანტია, ქუდი დაეგდო და წასულიყო, ბევრი იყო ეგეთი ვაჟკაცი?! - ეკა იყო სხვათაშორის-, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი