"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტ, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკურქირურგიის ეროვნულ ცენტრ შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა.


- ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს  განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის  შესანიშნავი პირობებია - ტექნიკური აღჭურვილობა, უახლესი აპარატურა, პროფესიონალი ექიმების გუნდი მომავალ მედიკოსებს ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებაში დაეხმარება.

 


უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ აღნიშნა, რომ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება პროფესიონალად ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა:


- კავკასიის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებსაც "ავერსი" წარმოადგენს. ეს არის დასაწყისი მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას "ავერსის" კლინიკებში გაივლიან.

 


ლაშა ბაზაძემ, . ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ და კლინიკურ ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა საუკეთესო შედეგს მოუტანს როგორც კლინიკას, ისე უნივერსიტეტს და, რაც მთავარია, თითოეულ პაციენტს:


-  კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული და პროგრესული სასწავლებელია, სადაც ხდება თანამედროვე ხედვების  გაზიარება მაღალტექნოლოგიური მედიცინის პრაქტიკული მიმართულებით. ისეთ   სფეროებში, როგორიცაა ბირთვული მედიცინა, რადიოთერაპია, სიახლეების დანერგვა ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მქონე კადრების შექმნა, მედიკოსთა კვალიფიკაციის ამაღლება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესებს ემსახურება.  


მემორანდუმი გრძელვადიანია და არაერთ სტუდენტსა და მომავალ მედიკოსს მისცემს კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას.

 

(R)

 





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება