"ამ პროექტებმა პასუხი გასცა ოპონენტების კრიტიკას" - როგორ აფასებს ექსპერტი საქსტატის ეკონომიკურ მონაცემებს

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.2 პროცენტით გაიზარდა და 270.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 39.8 პროცენტით აღემატება თვით პანდემიამდე პერიოდის - 2019 წლის სექტემბერის მონაცემებსაც კი, - ამის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში  ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, მთლიანობაში 2021 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით საქონლის ექსპორტი 12.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტის მაჩვენებელმა 22.3%-ით გადააჭარბა 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებს.

 

"მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის მოცულობაც. 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ბრუნვამ 10.0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.3% ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 4.9% ით მეტია.

 

ექსპორტის ზრდის დინამიკა, მაღალ ორნიშნა ზრდასთან ერთად ერთმნიშვნელოვნად აჩვენებს ეკონომიკის არა თუ გასულ წელთან შედარებით მიღწეულ პოზიტიურ ტენდენციებს, არამედ წინაკრიზისულ პერიოდთანაც, რაც გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლის ნათელი ინდიკატორია.


 
თვალსაჩინოებისათვის, 2021 წლის პირველ იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 25.9 პროცენტით გაიზარდა და 2,166.1 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა.

 

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში  ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. ჩინეთში (31.8%-ით და 453.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 38.8%-ით და 388.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 69.4%-ით და 220.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აშშ-ში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 99.7%-ით და 116.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), უკრაინაში (52.4%-ით და 118.1მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), აზერბაიჯანსა (48.8%-ით და 79.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და სომხეთში (36.9%-ით და 89.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა).

 

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებიდან, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ტრადიციული საექსპორტო ჯგუფების გარდა( ყურძნის ნატურალური ღვინოები(გაიზარდა 16.1%-ით), მინერალური და მტკნარი წყლები (გაიზარდა 28.1%-ით), დაგაზიანებული წყლები(გაიზარდა 87.9%-ით),   აზოტოვანი სასუქები (გაიზარდა 16.3%), განსაკუთრებით მზარდია ტრიკოტაჟის ნაწარმის (გაიზარდა 69.9%-ით და 48.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ასევე აგროპროდუქციის, განსაკუთრებით თხილისა და კაკლის (ზრდა 39.8%-ით და 68.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) ზრდის ტენდენცია, რაც ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების თვალსაჩინო მაგალითია. 

 

ამ პროექტებმა პასუხი გასცა ოპონენტების კრიტიკას მათ ნაკლებ ეფექტურობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოც. პროექტების თანადაფინანსებისას, გაღებულ ერთ ლარს უკან ბიუჯეტში მოაქვს დაახლოებით 5 ლარის ანუ ხუთჯერ მეტი გადასახადები შედის ბიუჯეტში და 16 ლარის ანუ 16-ჯერ მეტი კერძო ინვესტიცია იდება ეკონომიკაში, რაც დასაქმებასთან ერთად, ლარის კურსის სტაბილიზაციასაც უზრუნველყოფს,"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში გიორგი ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0909 ლარი გახდა
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
უცხოური ვალუტის კურსი 7 დეკემბრისთვის
"ჩვენი პროგნოზით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე წლის ბოლოს გავალთ" - პრემიერი
საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
თიბისი Z „ელექტრონავტი XIl“- ის მეგობარია
უცხოური ვალუტის კურსი 2 დეკემბრისთვის
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
უცხოური ვალუტის კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ველური, მისტიკური და ცნობისმოყვარე თვალისგან დამალული" - Fodors Travel - ი სვანეთის შესახებ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0867 ლარი გახდა
"საპარტნიორო ფონდს“ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა
საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ" იწყება
26 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, საქართველოში ზეთისხილის მსოფლიო დღე აღინიშნა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0967 ლარი გახდა
დგას თუ არა ქვეყანაში სასურსათო მარაგის ამოწურვის საფრთხე - ლევან დავითაშვილის განმარტება
საქართველომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას უმასპინძლა
"თბილისში იმყოფებიან უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც ზეთისხილის წარმოებაში სურთ ინვესტიციის განხორციელება" - გიორგი სვანიძე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1129 ლარი გახდა