"21 დღიანი შიმშილობის დროს ორგანიზმი თვითწმენდას განიცდის" - რას ამბობს ექიმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, 8 წლის შემდეგ, ქვეყანაში გაურკვეველი გზით შემოსული სააკაშვილი, ამ მისამართზე რამდენიმე დღე ცხოვრობდა. 

 

„მინდა საზოგადოება ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და  გადაყვანილია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე. 

 

საპატიმროში მყოფმა სააკაშვილმა, დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, სველი შიმშილობის ფორმას მიმართა და უკვე მეცხრამეტე დღეა, რაც ის მხოლოდ წყალსა და უშაქრო ჩაის ღებულობს. პენიტენციური სამსახურისა და პატიმრის ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილმა ამ პერიოდში თაფლისა და ნატურალური წვენების მიღება დაიწყო, თუმცა, შემდეგ ესეც შეწყვიტა. 

 

ბოლო რამდენიმე დღეა, ექსპრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ შიმშილობის გამო,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მას გადაადგილება უჭირს.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, რამდენად მავნებელია  სველი წესით შიმშილობა და რა რესურსი აქვს ადამიანის ორგანიზმს, რომ ხანგრძლივი დროით, ამ მდგომარეობაში მყოფმა, სასიცოცხლო ფუნქცია შეინარჩუნოს.

 

„ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა, კვლევების მიხედვით, 21 დღე შიმშილობა ზიანს არ აყენებს ადამიანის ორგანიზმს, პირიქით, ავტოფაგიის პროცესი ირთვება  და ორგანიზმი თვითწმენდას განიცდის, -  წყლიან შიმშილობას ვგულისხმობ“, - განაცხადა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ქეთევან შავლიაშვილმა ჩვენთან საუბარში.  

 

ექიმის განმარტებით, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა სველი შიმშილობის დროს დამოკიდებულია მისსავე ორგანიზმსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

„ზუსტად რთულია თქმა, რამდენი ხანი შეუძლია ადამიანს ამ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან ეს დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკსა და გარემო ფაქტორებზე. ასევე, - გარემო ტემპერატურაზეც, მაგრამ, შემიძლია გითხრათ, რომ  საშუალოდ, შიმშილობის ასეთი ფორმის დროს, ადამიანი, მაქსიმუმ 30 – 40 დღე ცოცხლობს“, - განაცხადა ექიმმა.

 

 

დღეისათვის, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კონსილიუმი იგეგმება, სადაც, სამედიცინო პერსონალი მისი ჰოსპიტალიზაციის  საკითხზე იმსჯელებს. 

 

შეგახსენებთ, რომ ქართული სასამართლოს მიერ, მიხეილ სააკაშვილს ბიზნესმენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში. ასევე, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს ალექსანდრე (სანდრო) გირგვლიანის საქმეზე მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის დამნაშავედ არის ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშიც.

 





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება