"ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე - ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი" - მორიგი წერილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი წერილით მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს იმ ყოფილ სამხედროებს, რომლებიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომელიც დღეს ციხეში სააკაშვილის სანახავად იმყოფებოდა.

 

„მინდა გაგაცნოთ ერთი წერილი, იცით, რომ ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ ასევე სამხედროები და კრიტიკულად შემაშფოთებელია რომა შამათავას ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ წერილით მიმართა და ბედნიერი ვარ, რომ ამ წერილს ვკითხულობ, იმიტომ, რომ ეს არის სიამაყით სავსე წერილი, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი მთავარსარდლის. მაჩვენებელი იმისა, როგორი უნდა იყოს მთავარსარდალი. წერლში წერია: “გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემი სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე,რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომა შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომა შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლემა მთავარსარდალმა მოგთხოვოთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მედიასთან ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.

 

სააკაშვილის თხოვნას ხერხეულიძეც უერთდება.

 

“ჩემს ძვირფას რომას, მართლაც სიამაყით მინდა ვთხოვო, რომ გაითვალისწინოს მიხეილ სააკაშვილის თხოვნა და ყველა ვინც ამ აქტს შეუერთდა მართლაც დიდი ადამიანური სოლიდარობა აჩვენეს, შიმშილობა შეწყვიტონ. პირველ როგში, ეს არის სააკაშვილის კეთილი ნება, ის თვლის, რომ მისი მსხვერპლი ამ ეტაპზე საკმარისია,რასაც თვითონ აკეთებს. პირიქით, უფრო მშვიდად იქნება, როცა ისინი შეწყვეტენ შიმშილობას. მადლობას უხდის მათ თავდადებისთვის”, - განაცხადა ხერხეულიძემ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი