"ეს პირდაპირი მესიჯია, რომ აშშ "ნაცების" რევოლუციასა და გახარიას ხელისუფლებაში დაბრუნებას არ დაუშვებს"

აშშ-ის თავდაცვის მდივნის (მინისტრის) ლოიდ ოსტინის ვიზიტს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოლიტიკური ექსპერტი ვაჟა შუბითიძე "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში ეხმაურება.

 

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურის წინ თბილისში აშშ-ის თავდაცვის მდივნის (მინისტრის) ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

 

"ესაა პირდაპირი მესიჯი რუსეთისადმი, რომ აშშ აქ მიშა-"ნაცების" რევოლუციასა და გახარიას ხელისუფლებაში დაბრუნებას, რუსეთის კვლავ შემოჭრას არ დაუშვებს (თუმცა შეიძლება სააკაშვილი, რაღაც ფორმით ციხიდან გაუშვან ახალ წლამდე). იმავდროულად ეს არის მკვეთრი მესიჯი "ოცნების" მიმართ (ყურების აწევა), რომ თუ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება თანაბარ, დემოკრატიულ გარემოში, გაყალბებების გარეშე, კვლავაც ხელი შეეშლება რეალური და არა დანიშნული ახალი ძალების გამოსვლას ასპარეზზე, ეფექტურად არ იმუშავებენ სახელმწიფო სტრუქტურები, არ მოხდება სასამართლოს რეფორმირება და გაწმენდა ბალასტისაგან, ელიტური კორუფციის და მოსახლეობის სოციალური კატასტროფული მდგომარეობის აღმოფხვრა, "ოცნება" მალე დაემშვიდობება ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების გზით..."- აცხადებს ჩვენთან საუბარში ვაჟა შუბითიძე.

 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში 18 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი