საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია - ხავიერ კოლომინა

 

"საქართველო ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, იგი უკვე სარგებლობს ჩვენს ხელთ არსებული ყველა პრაქტიკული მექანიზმით. ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ამასთან, ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროატლანტიკურ მისწრაფებების მიმართ ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა.

 

"დღეს დილით ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რაც ადგილზე ვნახე და ასევე ქართული მხრიდან მოწოდებულმა დეტალურმა ინფორმაციამ. ნამდვილად ძალიან კარგი იყო, რომ ის, რის შესახებაც ბოლო კვირების მანძილზე, ვიზიტის დაგეგმვის პერიოდში ვკითხულობდი, ჩემი თვალით ვიხილე", - აღნიშნა კოლომინამ.

 

ხავიერ კოლომინამ ასევე აღნიშნა ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში, ისევე როგორც ავღანეთიდან ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და ქართული მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა. „მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მადლიერება იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენმა ქვეყნამ ბოლო წლების მანძილზე შეიტანა ავღანეთში, როგორც ერთ-ერთმა მთავარმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ასევე აღსანიშნავია საქართველოს როლი ავღანეთიდან განხორციელებულ ევაკუაციის პროცესში", - განაცხადა ხავიერ კოლომინამ

 

ხავიერ კოლომინა საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე მართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი