NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს

NASA მთვარეზე ინტერნეტის გაყვანას გეგმავს.

 

ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ათვისება ამერიკული კოსმოსური პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თავიდან მთვარეზე უპილოტო კოსმოსურ აპარატებს გაგზავნიან, შემდეგ კი ასტრონავტებს. ინტერნეტი დედამიწასთან მათ კავშირს უზრუნველყოფს.

 

გეგმის თანახმად, ასტრონავტები მთვარეზე დიდი ხნით დარჩებიან, მათ მიერ შეგროვილი მონაცემების გადმოსაცემად კი არსებული რადიოარხების სიმძლავრე საკმარისი არ იქნება. პროგრამა LunaNet მთვარის ზედაპირზე კავშირის გადამცემი რამდენიმე კვანძის განთავსებას ითვალისწინებს. დედამიწის WiFi-სგან განსხვავებით ის უფრო მდგრადი იქნება, ამასთან, კვანძები შეგროვილი ინფორმაციის შენახვასაც შეძლებენ.

 

ეს ტექნოლოგია ტესტირებას დედამიწაზე გადის. NASA-ს საპილოტე პროგრამა ოჰაიოს შტატის ყველაზე მსხვილ ქალაქში, კლივლენდში ხორციელდება.

 

ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 1969 და 1972 წელს იმყოფებოდნენ. 2017 წელს კი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დედამიწის თანამგზავრის ათვისების აუცილებლობის შესახებ დირექტივას მოაწერა ხელი.

 

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე მთვარეზე უპილოტო კოსმოსური აპარატი Artemis-1 გაემგზავრება, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი თანამგზავრზე ასტრონავტები გაფრინდებიან.





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება