ისტორიას ქმნიან იდეალისტები და არა ხაზინის ქურდები - გუბაზ სანიკიძე

ისტორიას ქმნიან იდეალისტები და არა ხაზინის ქურდები, ერთ-ერთი იდეალისტი ახლა ზის ციხეში და შიმშილობს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ  ტვ „პირველის“ ეთერში საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

 

გუბაზ სანიკიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. 

 

"სააკაშვილმა წამზომი ჩართო, პირდაპირი გაგებით, წამზომი ჩართო ყველასთვის, - ქართველი საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის, ოპოზიციისთვის, დასავლეთისთვის, ეკლესიისთვის.  ისტორიას ქმნიან იდეალისტები, ისტორიას არ ქმნიან ისეთი ადამიანები, როგორებიც დღეს ქვეყანას მართავენ, ხაზინის ქურდები ისტორიას არ ქმნიან, ერთ-ერთი იდეალისტი ახლა ზის ციხეში და შიმშილობს", - განაცხადა სანიკიძემ. 

 

  

მან მიხეილ სააკაშვილთან მისი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანას სჭირდება. 

              

„როცა მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ერთმანეთს კი არ ვაპატიეთ, ეს იყო პოლიტიკური უნია, რა არის ეს? როცა იღებ ერთმანეთის წმინდანებსაც და ცოდვებსაც, უცოდველები არ გავმხდარვართ არცერთი. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაცებზე უარი ვთქვით, ჩვენი ცოდვებით ვართ მოკავშირეები, ამიტომ თქვენც უნდა გაერკვიოთ ყველა, ვინც სხვანაირად ფიქრობთ.

 

სააკაშვილთან პოლიტიკური ბმა იმიტომ კი არ მაქვს, რომ მოყვრობას ვაპირებ მასთან, ეს ქვეყნიდან გამომდინარეა, როცა პოლიტიკაში ვიყავი, უნდა ვთქვა, ზედმეტი თავმდაბლობაც არ ვარგა, სააკაშვილი არ იყო ამ საქმეში, მე რომ ვიყავი და როცა დამოუკიდებლობის აქტზე ხელს ვაწერდი.

საკუთარ თავს იმიტომ გადავახტით ორივე, რომ ხშირად ერთმანეთთან ურთიერთობის წითელი ხაზებიც გადაგვილახია, მაგრამ აქ დავრდომილ ქვეყანაზეა საუბარი.

 

  "ჩვენ ერთმანეთისთვის კი არ გვიპატიებია, ჩვენი ცოდვებით ვართ მოკავშირეები... იმიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება, საკუთარ თავს გადავახტი, მეც და ისიც, წითელი ხაზებით გადაგვიკვეთავს მე და სააკაშვილს ერთმანეთთან ურთიერთობაში, მაგრამ ქვეყანაზეა ლაპარაკი", - აღნიშნა სანიკიძემ. 

 

 

 დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მალე შეიცვლება, ბიძინა ივანიშვილი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, ხოლო "ქართული ოცნების" ახლანდელ სახეები იმედგაცრუებული დარჩებიან.

 

  

"მეორე ტურებზე მოლოდინი მაქვს,  რომ იქნება სერიოზული  პოლიტიკური ბრძოლა.  ხელისუფლება ისევ თავის სიყრუესა და სიბრმავეში რჩება და აპირებს მთლიანად მოიგოს, კიმ ჩენ ინია ბიძინა უკვე, ვერ ატყობთ? ვერ არის ჯანზე  კაცი. ყველაფერი უნდა მოვიგოო, ყველა სოფელი, ყველა ქალაქი,  ყველა დაბა. დადგება ძალიან მალე ის დრო, როცა იხილავთ თქვენს კრახს. ეგ ბიძინა რაღაც გარანტიებს მიიღებს, სხვათა შორის, თავის დროზე წინა ხელისუფლებასაც ვეუბნებოდი, ვიღაცებს მოგიწევთ პასუხისმგებლობა. ეს ბიძინა თავის ოჯახზე რომ მიითებს გარანტიებს, თქვენს ოჯახებზე კი არ გამოიდებს თავს. აგერ არის მოლდოვა, პლახატნიკი, რომელიც გაიქცა და მისი მომხრეები თვითმფრინავსში არ აუშვა.

 

 

ვერ გიტანთ ბიძინა, ბიძინას ეშინია და სძულს ოპოზიციონერები და ვინც თავისი უნაგირის ქვეშ ვერ მოაქცია, ბევრი ვართ ასეთი, მაგრამ იცოდეთ, მას აქვს ნათქვამი ჩემთვის და მაგიტომ გეუბნებით, აი, თქვენ, ნაყიდები რომ ხართ და მისი მონები რომ ხართ, თქვენ დასანახად ვერ გიტანთ ის. ვერცერთს ვერ გიტანთ დასანახად. ჩვენზე უფრო მეტად სძულხართ, ადამიანებად არ გთვლით, უახლოეს პერიოდში იხილავთ ამას, ტიტველი, ბრმა ბარტყებივით მიგატოვებთ, ასე იქნება ეს", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტვ "პირველის" ეთრში.

 

 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყნის მეხუთე კოლონას წარმოადგენს "წითელი ინტელიგენცია", რომელიც მზადაა პუტინს ყველაფერი აპატიოს,  ხოლო სააკაშვილს ვერაფერს პატიობს. 

 

 

"ახლა ეს ინტელიგენცია რომ არის,  ეს ჩაუძირავი "წითელი ინწელიგენცია", ახლა თქვენ მოგმართავთ, ძვირფასო მეგობრებო, "პუწინთან" ხო გინდათ და რუსეთთან შერიგება, ამ თქვენს სისხლს და ხორცს რატომ არ ურიგდებით?! რანაირი სამართალია, რანაირად მრუდედ ცხოვრობთ სუყველა?! მთელი თქვენი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ხო ებრძვით, ზვიად გამსახურდიას ზარბაზნები ხო ესროლეთ. ინწელიგენცია და პუტინის მომხრეები ხომ ხართ, მეხუთე კოლონა ხართ", - განაცხადა სანიკიძემ.

 

სააკაშვილში ვხედავ იმ პერსონას, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ მოუტანოს ქვეყანას. ყველამ დაიწყო თავისი საცხოვრისის დალაგება და ჩვენ სად ვართ ხალხო? ისტორიას არ ქმნიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს ქვეყანას მართავენ, ისტორიას ქმნიან იდეალისტები და ერთ-ერთი იდეალისტი ზის ციხეში და შიმშილობს“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი