სანამ ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან - 5 ევროპარლამენტარი

სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან, - ნათქვამია ევროპარალამენტარების განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი ევროპარლამენტარი აწერს.

 

როგორც განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, ფაქტი, რომ ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური ხასიათის შესახებ.

 

"საქართველომ, ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება, დაიცვას ევროპული ღირებულებები და პრინციპები, როგორებიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

 

 

ქართველი ხალხი საქართველოს ევროპული მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია. საქართველოს ევროპელი პარტნიორები მოელიან, რომ მთავრობა და მმართველი პარტია სრულად განახორციელებენ და დაიცავენ ამ პრინციპებსა და სტანდარტებს.

 

ახალგაზრდა ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ კიდევ ებრძვიან პოსტ-ტოტალიტარულ პოსტსაბჭოთა ჩვევებს, როგორც ეს იყო იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, ჩანს, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის ან პრემიერმინისტრის დაკავება და პატიმრობა მსოფლიოს უგზავნის გამაფრხილებელ სიგნალს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეიძლება გაუარესდეს.

 

ის ფაქტი, რომ საქართველოში ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ბადებს კითხვას დევნის პოლიტიკური შემადგენელის შესახებ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო განცხადებები მხოლოდ ადასტურებს პოლიტიკურ მოტივებს ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეების უკან, რაც სრულიად მიუღებელია ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სისტემაში და ძირს უთხრის საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.

 

საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. მთავრობასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სიტუაციაზე და მისი მოგვარების საქმეში. ისინი არჩევანის წინაშე დგანან - გააგრძელონ უარყოფითი შედეგების გამოწვევა, გააძლიერონ პოლარიზაცია და უნდობლობა შიდა და საერთაშორისო დონეზე, სანამ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ან ყურადღება გაამახვილონ კანონის უზენაესობისა და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე, რაც გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

 

 

სააკაშვილის საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ეს არის გზა, რათა ევროპული მართლმსაჯულებით გადავწყვიტოთ საქართველოს მომავლისათვის უმნიშვნელოვანესი საქმე და ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება მის განხილვებს და იმოქმედებს მისი დასკვნების შესაბამისად. სანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან",- , -   ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს   5  ევროპარლამენტარი აწერს.


 

 ანდრიუს კუბილიუსი - Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე;


რასა იუკნევიჩიენე - სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის (DSCA) ხელმძღვანელი;


რიჰო ტერასი;


მირიამ ლექსმანი;


სანდრა კალნიეტე.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი