„კოსმოსური „კამიკაძე“ - NASA-ს მისია ასტეროიდის ორბიტას შეცვლის?

„დღეს, 24 ნოემბერს, ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - კალიფორნიის სამხედრო კოსმოდრომიდან „ფალკონ-9“ რაკეტით კოსმოსში უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს - „DART“-ის სახელწოდებით, რომელიც ისტორიაში პირველ კოსმოსურ „კამიკაძეს“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „კოსმოსური „კამიკაძე“: NASA-ს სპეციალური მისია ასტეროიდის ორბიტის შეცვლის მიზნით“.

 

მხოლოდ 550-კილოგრამიანი, მაგრამ 325 მილიონ დოლარად შეფასებული საფრენი აპარატის ერთადერთი ამოცანაა სრული სიჩქარით დაეჯახოს ასტეროიდს, რომელიც ზომით და მოცულობით მას ბევრად აღემატება და ამ შეჯახებით ციურ სხეულს ორბიტა შეუცვალოს.

 

„DART“-ის პროექტი შემუშავებულია აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) მიერ, პლანეტარული დარტყმებისაგან დედამიწის დაცვის პროგრამის ფარგლებში - დაახლოებით ისე, როგორც ამერიკულ ბლოკბასტერშია - ფილმი „არმაგედონი“, ალბათ, ბევრ ჩვენს მკითხველს აქვს ნანახი.

 

კოსმოსური „კამიკაძის“ (ანუ „სასიკვდილოდ თავგანწირულის“) მიზანია დედამიწის ახლოს მდებარე ასტეროიდებთან - დიდიმთან (გარშემოწერილობა - 780 მეტრი) და მის თანამგზავრთან, შედარებით პატარა დიმორფთან (გარშემოწერილობა - 168 მეტრი) შეჯახება. მათზე დაკვირვებას ასტრონომები 2003 წლიდან აწარმოებენ.

 

კაცმა რომ თქვას, დიდიმი და დიმორფი თავისთვის „დახეტიალობენ“ კოსმოსში და დედამიწისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ. მაგრამ რადგანაც მეცნიერებისთვის ცნობილია კიდევ რამდენიმე ათეული ციური სხეული, რომლებიც დედამიწისთვის საფრთხის მომტანია, ამიტომ აუცილებელია პლანეტარული დაცვის მექანიზმის აწყობა და ასე ვთქვათ, „ერთგვარი წრთვნების“ ჩატარება.

 

მომავალი წლის სექტემბერში დიდიმი და დიმორფი ჩვენს პლანეტას დაახლოებით 6,7 მილიონი კილომეტრით მოუახლოვდებიან, რაც 15-ჯერ აღემატება დედამიწიდან მთვარემდე მანძილს. აპარატის ტრაექტორია ისეა გამოთვლილი, რომ „დართი“ „მოხეტიალეებს“ საჭირო ადგილზე ჩაუსაფრდება, შემდეგ წამში 6,6 კილომეტრ სიჩქარეს განავითარებს და დიდ ასტეროიდს - დიდიმს შეეჯახება.

 

ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორი ეფექტი ექნება შეჯახებას, ანუ რამდენად შეიცვლიან ორბიტას დიდიმი და დიმორფი. ამის შემოწმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 2026 წელს, როცა „მოხეტიალეები“, ასტრონომების გამოთვლით, დედამიწას ისევ უნდა მოუახლოვდნენ.

 

საერთოდ, მსხვილ ციურ სხეულთან სავარაუდო შეჯახება დედამიწისთვის პლანეტარული მასშტაბის კატასტროფის მომტანია, რაც დამოკიდებულია ასტეროიდის ზომასა და სიჩქარეზე. დიდ ასტეროიდს შეუძლია დედამიწა ან მთლიანად გაანადგუროს, ან ჩვენი პლანეტა სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი გახადოს. პატარა ასტეროიდის დაჯახება კი მიწისძვრებს, ცუნამებსა და სხვა კატაკლიზმებს გამოიწვევს.

 

მსგავსი კატასტროფა უკვე მოხდა 66 მილიონი წლის წინათ, როცა ანალოგიურმა დაჯახებამ დედამიწაზე მეზოზოურ ერაში არსებულ ცხოველთა მასობრივი გაწყვეტა გამოიწვია, მათ შორის დინოზავრებისაც.

 

სწორედ ამიტომ 2016 წლიდან NASA ყოველწლიურ წრთვნებს აწყობს, რათა მსგავსი საფრთხეების გამანეიტრალებელი მექანიზმი გააუმჯობესოს.

 

2019 წლიდან „მოხეტიალე“ ასტეროიდებისაგან დედამიწის დაცვის მიზნით გამართული „წრთვნები“ გლობალური გახდა: საერთაშორისო კონფერენციის ჩარჩოებში NASA-ს პროექტს შეუერთდა „ევროპის კოსმოსური სააგენტო“, რუსული „როსკოსმოსი“ და მათი პარტნიორები სხვა სახელმწიფოებიდან.

 

წყარო

 

 





მსგავსი სიახლეები
"რუსეთს მიაჩნია, რომ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა" - რას წერს უცხოური პრესა
"რუსეთის ლიდერი პოკერის თამაშში არ უნდა ჩაერთოს“ - The Times
"ხშირად გვადანაშაულებენ ქართველი მეზობლები, რომ ჩვენ მათ ასეული წლების განმავლობაში ვებრძოდით" - რამაზან აბდულმაჯიდოვი
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ სააკაშვილის სასამართლოში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება
"ბოტოქსი ნერვების სამკურნალოდ" - რას წერს უცხოური პრესა სააკაშვილის სასამართლოზე
რატომ უსრულებს ლუკაშენკო პუტინს ოცნებებს - Deutsche Welle
უნდა გაუღოს თუ არა ნატომ კარი საქართველოს? - რას წერს უცხოური პრესა
დაიცავს თუ არა ჯო ბაიდენი უკრაინას რუსეთისგან - The New York Times
რატომ აშინებს საქართველოს მოსკოვისა და ანკარის მჭიდრო მეგობრობა
"გამარჯვება სტოკჰოლმის არბიტრაჟში" - რუსული ჰოლდინგი საქართველოს წინააღმდეგ
რა გეგმები აქვს რუსეთს უკრაინისა და ბელარუსის მიღმა - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა "პირდაპირ ეთერში აღიარა - მერაბიშვილმა დამირეკა, კობა ვერ მოვკალით, მაგრამ პოლიტიკურ გვამად ვაქცევთო..." -კობა დავითაშვილის მეუღლე
როგორ შეიძლება შეეხოს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს?
რა ელოდებათ იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყა - ავღანეთი კატასტროფის ზღურბლზე
ლოგიკური იყო თუ არა საქართველოს უარი „კავკასიური ექვსეულის“ ფორმატში მონაწილეობის თაობაზე
„კოსმოსური „კამიკაძე“ - NASA-ს მისია ასტეროიდის ორბიტას შეცვლის?
სოხუმის აეროპორტს „Су“-ებს გადასცემენ - რას წერს რუსული გამოცემა
რატომ გაორმაგდა ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა - ახალი საფრთხე და მისი თავიდან აცილების გზები
"ყველა მოხარულია ჩვენი რუსეთში მოღვაწეობით" - გიგი დედალამაზიშვილი
„კორუფციის სავარაუდო შესაძლებლობა“ - ეჭვები გერმანიის ელჩის მიმართ