სააკაშვილმა გაიარა ისეთი უმძიმესი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია - გვარამია

სააკაშვილმა გაიარა ისეთი უმძიმესი განსაწმენდელი, ზვიად გამსახურდიას შემდეგ რომ არავის გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გორში, სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

„ვხედავთ „ქართული ოცნების“ ნარატივი რა არის და სამწუხაროდ, რიგი ადამიანებისა ამას იზიარებს და კომენტარებს აკეთებს, რომ არა სააკაშვილი უკვე ხელისუფლება იქნებოდა შეცვლილიო. რა ვიცი, არ იყო სააკაშვილი, მაგრამ არჩევნების დაცვა ყოველთვის ძალიან რთული ამბავი იყო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კითხვას იმის შესახებ, რომ სააკაშვილისთვის მთავარი არის არა ხელისუფლებაში ყოფნა, არამედ მთავარი ამოცანაა, „ქართული ოცნება“ აღარ იყოს, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა და გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი“.

 

„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია, შეასრულა, სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში ყოფნა არ დასცალდა და ეს არც იყო მისთვის საჭირო. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა, თუ როგორ იბრძოლა, თუ არ იბრძოლა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემს თვალში, გაცილებით მაღლაა, ვიდრე ვარდების რევოლუციის დროს იყო. პირადი ამოცანა მას შესრულებული აქვს, ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ პირადი რაღაც, საკუთარი თავი გაესუფთავებინა, ვიღაცას ჰგონია, რომ სჭირდებოდა, ვიღაცას ჰგონია, რომ არ სჭირდებოდა, ამას თავი დავანებოთ, აქ ჩამოვიდა, რადგან ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში ეს ამოცანა შესრულებადია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

კითხვაზე, რომელ პოლიტიკოსს გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ ყურადღების გადატანა ხდება, სააკაშვილის ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს არ გულისხმობს.

 

„პოლიტიკოსებს არ გულისხმობს, გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ განმარტებებს იძლევიან სხვადასხვა ეთერში, მათ შორის ჩვენს ეთერში, თვალყური ადევნეთ და ნახავთ“, – განაცხადა გვარამიამ.

 

ამასთან, როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება მზის სინათლე, ჟანგბადი და მისი თქმით, ეს აუარესებს მდგომარეობას და ფერხდება რეაბილიტაციის პროცესი.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ უკრაინელი ადვოკატის განცხადებით, სადაც მათი თქმით, ადვოკატი ამბობს, რომ კარგი რეაბილიტაციისთვის აუცილებელია სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა.

 

„ეს მათი პოზიციაა, მე ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ეს ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ და ამიტომაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რომ ყველა ტიპის კონსილიუმი იყოს შემოსული. თქვენ იცით, რომ მარიამ ჯიშკარიანის კონსილიუმთან ჩვენ ვთანამშრომლობთ სტრასბურგში წარსადგენი მასალების მხრივ და ამ მხრივაც მათი დასკვნა იქნებოდა ჩვენთვის საინტერესო. არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ ამაზე ჩამოყალიბებულად ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, ეს ექიმების გადასაწყვეტია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მსგავსი სიახლეები
"თბილისის საკრებულოს მუშაობას თქვენ ვერ უხელმძღვანელებთ"- ოთარ გრიგოლია ოპოზიციას
"მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ, გამოდით ამ მდგომარეობიდან"- ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას
"საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება"- რევაზ სოხაძე
"თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები"- კახა კალაძე
გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მთავრობის კანდიდატებზე: „ეს არის გუნდი, რომელმაც ოთხი წლის განმავლობაში წარმატებული პროექტები განახორციელა“
"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, მოიცილონ - პაპუაშვილი
"ივანიშვილი უფრო მეტია საქართველოსთვის, ვიდრე ბურჯანაძე და ჟვანია?!"- ნინო ბურჯანაძე
შავი ზღვის რეგიონს NATO -სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს - ხავიერ კოლომინა
"ჩემი სოლიდარობა ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და წერეთელს" - მიხეილ სააკაშვილი
გადაწყვეტილებები, რომლებიც დღევანდელი მთავრობის სხდომიდან გახდა ცნობილი
არის თუ არა უთანხმოება ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის - რას აცხადებს რომან გოცირიძე "ჯორჯიან თაიმსთან"
"გამოსავალი სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა"- სანდრო რაქვიაშვილი
"როგორც სააკაშვილს სჩვევია, “ხელშეკრულება” დაარღვია და ივანიშვილს ხაშის ჭამის დროს გამოეცხადა"- ნათელაშვილი
"ეროვნული თანხმობისკენ როდესაც მომიწოდებთ, ისიც დამიზუსტეთ, ვისთან უნდა გავაფორმო" - წულუკიანი
"წულუკიანმა გამოაცხადა, გარდა იმისა, რომ მე კაცის მკვლელი ვარ, თურმე სანდრას დაპატიმრებას ვითხოვ" - სააკაშვილი
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს
უღირსი დეპუტატი ხართ, რომელიც მშობლებს ეხებით - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს
"ისინი, ვინც იმეორებენ ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისებს, ცეცხლს ეთამაშებიან" - ლავროვი
"რუსეთი ისევ არღვევს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას" - გაბრიელიუს ლანდსბერგისი
სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ - სოზარ სუბარი