ქართული მხარე 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს

დღეს, 24 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, გაიმართა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა (ონლაინ ფორმატში) რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმა. განხილული იყო აღნიშნული ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები. ამასთანავე, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება, ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის უკანონო დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია. ხაზგასმით ითქვა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, რუსული მხარე დაინტერესდა, თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ განიხილავს.

 

საუბრისას აღინიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობებში ორ ქვეყანას შორის 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 21.9%-ით და 1,294 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 37,2%-ით და შეადგინა 481,82 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 14,3%-ით და შეადგინა 812,18 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. აღინიშნა, რომ ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიებზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა არ უნდა შეამციროს სატრანსპორტო მოძრაობისა და სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რისთვისაც საჭიროა მხარეთა შეთანხმებული ქმედება. საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას.

 

ამავე ინფორმაციით, პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.





მსგავსი სიახლეები
"გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი"
ქართული მხარე 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს
რუსეთის საგარეო უწყება - დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მირიან თაზიაშვილი გათავისუფლდა
თეა ახვლედიანი: უმთავრეს პრიორიტეტად ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა რჩება
უჩა ნანუაშვილი: ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება
ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
"სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება"- ლაშა დარსალია
"ყარაბაღის საკითხი ძალადობის გზით არ უნდა გადაიჭრას"- ნიკოლ ფაშინიანი
ნოდარ ხარშილაძე: უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ რუსეთი ჰუმანიტარულ კორიდორს მოგვთხოვს
თეა ახვლედიანი: ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლება საქართველოს უწყებებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგია
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს
საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხირციელდა
სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა
„კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება“-გახარია
სახელმწიფო მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა
"სამხრეთ ოსეთის ხალხი საკუთარ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს"
ზურაბ აბაშიძე: „ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული“
სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან დისტანციური შეხვედრა გამართა
"თუკი არსებობს კონფლიქტი, ამაზე საუბარი აუცილებელია"- სერგეი შამბა