შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში, გადადგა

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონმა,  თანამდებობაზე არჩევიდან რამდენიმე საათში, მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ანდერსონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა, სამთავრობო კოალიციიდან მწვანეთა პარტიის გასვლა. კოალიციაში მწვანეთა პარტია ანდერსონის სოციალ-დემოკრატებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

"არსებობს კონსტიტუციური პრაქტიკა, რომლის თანახმადაც კოალიციური მთავრობა უნდა გადადგეს, როცა ერთ-ერთი პარტია მას ტოვებს. არ მინდა ის მთავრობა ვმართო, რომლის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", — განაცხადა ანდერსონმა.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს ახლა დაიწყებს, რასაც შესაძლოა, შედეგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კვლავ მაგდალენა ანდერსონის წარდგენა მოჰყვეს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ანდერსონი იქნება არა როგორც კოალიციური მთავრობის მეთაური, არამედ უმცირესობის კაბინეტის პრემიერი, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბებს.

 

„მწვანეთა პარტიამ“ კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა უარყო კოალიციის ბიუჯეტის კანონპროექტი.

 

დღეს, „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, მაგდალენა ანდერსონი შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

 

მაგდალენა ანდერსონი 2014 წლიდან შვედეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 





მსგავსი სიახლეები
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება
ახალი წლიდან პენსია იზრდება - დეტალები