"შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი შეშფოთებულია იმით, რომ კოვიდ-19 ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „უსაფრთხოების ცრუ განცდას“ თესავს.

 

„ჩვენ შეშფოთებული ვართ უსაფრთხოების ცრუ განცდით ბევრ ქვეყანასა და საზოგადოებაში“, - განაცხადა გებრეისუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

 

ჯანმო-ს ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა წარმოიქმნას განცდა, თითქოს, ვაქცინებმა დაასრულეს კოვიდ-19 ვირუსის პანდემია და აცრილ ადამიანებს აღარ სჭირდებათ რაიმე სახის სიფრთხილის ნორმების დაცვა.

 

„ვაქცინები შველიან სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ბოლომდე ვერ აღკვეთენ ვირუსის გადაცემას“, - განაცხადა ორგანიზაციის გენდირექტორმა.

 

მისივე ინფორმაციით, კოვიდ პანდემიის ეპიცენტრად კვლავაც ევროპა რჩება. თუმცა, არცერთი ქვეყანა არ არის საფრთხის მიღმა. ამასთან დაკავშირებით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს, განაგრძონ ყოვლისმომცველი ზომების გატარება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ამ ზომებს შორის, არის ნიღბების ტარება და ფიზიკური დისტანცირება.





მსგავსი სიახლეები
ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას - მიხეილ სააკაშვილი
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა
"რუსეთი დონბასში სნაიპერებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის" - უკრაინის სამხედრო დაზვერვა
Forbes-მა 2021 წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა
სინგაპურში შექმნეს ტესტი, რომელიც "ომიკრონს" ადგენს
ტასმანიაზე „დედამიწის შავ ყუთს“ დადგამენ, რომელიც მომავალ თაობებს ეტყვის, რა დაგვემართა ჩვენ
რუსეთში „ომიკრონით“ ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა
1917 წლის 6 დეკემბერს კანადაში, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული გემი აფეთქდა
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.27 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
"სააკაშვილი საქართველოში ყოველთვის პუტინის დავალებას ასრულებდა" - გოგა ხაინდრავა
სეულის აკვარიუმში დამთვალიერებელს სანტაკლაუსი დახვდა (ფოტო)
უკრაინის საზღვარზე დაახლოებით 175 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული - CNN
ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო მატარებელი გაემგზავრა
5 დეკემბერს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
"ომიკრონით" სიკვდილიანობის მონაცემები ჯერ არ გვაქვს - ჯანმო
16-წლიანი კანცლერობის დასასრული - როგორ გააცილეს ანგელა მერკელი (ვიდეო)
რამდენი უცხოელი მიგრანტი ცხოვრობს საქართველოში - გაეროს ანგარიში
"საქართველოს დახმარება ევროკავშირის მხრიდან საკვანძო რეფორმების პროცესში მიღწეულ წინსვლაზე იქნება დამოკიდებული" - ევროკავშირი
"მრცხვენია ფსიქიატრების დუმილის გამო... მერე არ აღმოჩნდეს, რომ სულით ავადმყოფი გავასამართლეთ...."
2 დეკემბერი მარია კალასის დაბადების დღეა