25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა

25 ნოემბერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ აქვს გამოცხადებული. ამ დღის შემოღების მიზანია ცნობადობის ამაღლება იმ ფაქტის მიმართ, რომ ქალები მთელ მსოფლიოში ხდებიან გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი. გარდა ამისა, ამ დღის ერთ-ერთი მიზანია მოცემული საკითხის მასშტაბისა და სინამდვილის წარმოჩენა, რაც ხშირად დამალული რჩება.

 

ისტორიულად, ეს თარიღი 1960 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში სამი პოლიტიკური აქტივისტის, დები მირაბალების მკვლელობას ეფუძნება. მკვლელობა დომინიკელმა დიქტატორმა, რაფაელ ტრუხილიომ შეუკვეთა. 1981 წელს, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ფემინისტურმა ორგანიზაციებმა 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღედ დააწესეს; 1999 წლის 17 დეკემბერს, ეს თარიღი გაერო-მ აღიარა სპეციალური რეზოლუციით.

 

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და გამანადგურებელი ფორმაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში ქალების 1/3 ცხოვრებაში ერთხელ მაინც ხდება ძალადობის მსხვერპლი. ეს რიცხვი მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან სხვადასხვა სტიგმის გამო, ამ ტიპის ძალადობა ხშირად გაუხმაურებელი რჩება. შედეგად, ბევრი მოძალადე დაუსჯელი რჩება.

 

ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობა ვლინდება ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ფორმებით, რაც მოიცავს:

- ინტიმური პატრნიორის მხრიდან ძალადობას (ცემა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ქმრის მხრიდან გაუპატიურება, ფემიციდი);

- სექსუალურ ძალადობას და შევიწროებას (გაუპატიურება, იძულებითი სქესობრივი აქტები, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა, იძულებითი ქორწინება, ქუჩაში შევიწროება, თვალთვალი, კიბერ-შევიწროება);

- ადამიანთა ტრეფიკინგს (მონობა, სექსუალური ექსპლუატაცია);

- ქალის გენიტალიების მუტაციას;

- ბავშვთა ქორწინებას.

 

უფრო მეტი სიცხადისთვის, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გამოსცა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დეკლარაცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს:

 

„გენდერული ნიშნით ძალადობის ნებისმიერი აქტი, რომელიც იწვევს ან სავარაუდოდ გამოიწვევს ქალების სექსუალურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს ან ტანჯვას. ასეთი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს შორის არის თავისუფლების იძულებით ან თვითნებურად აღკვეთა, იქნება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში“.

 

ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გვერდითი შედეგები ქალებზე გავლენას ახდენს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.





მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის მხრიდან ბრალდებები სიცრუეა - პენიტენციური სამსახური
"როდესაც ისეთ სენსიტიურ საკითხებზე საუბრობთ, როგორიც "ცენტრ-პოინტია" პასუხისმგებლობა აიღეთ" - ჟორჟოლიანი ოპოზიციას
"ჭკვიანი“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის საშუალებით, ქალაქში ყველას კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნება"
ერაყის უკანასკნელი მამლუქის დაუდ ფაშას (დავით მანველიშვილის) ანდერძი
აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტები ოჯახებს დაუბრუნდა
"სახელმძღვანელოს აკლია მითითება, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი პრეზიდენტი" - ირაკლი კობახიძე
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა
7 დეკემბერი ისტორიაში
7 დეკემბერი დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შეერთებული შტატები პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა
ფსიქოტროპული წამლები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული - ნევროლოგი
"რატომ დაეცა პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 28%-მდე?"- ნათია მეზვრიშვილი
„ყავახანა“ ბოქსი - არომატული საჩუქარი ყავის მოყვარულებს
ცნობილი ქართველი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
"მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ" - სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი ქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები" - კახა კალაძე
თიბისი ინოვაციურ პროექტს - ESG ელჩს იწყებს
თბილისში პირველი საბავშვო წიგნის ფესტივალი გაიმართება