"საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა"

პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა დემოკრატიზაციის კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.

 

"ეს კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მას აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში, ორგანიზაცია “დემოკრატიის ვარიაციები”, რომელიც ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პროექტებს შორის, რასაც  მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

 

ნიშანდობლივია, რომ საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი (2010-2020 წწ) გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ქვეყანას განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს დემოკრატიზაციის შეფასების ორივე წამყვანი მახასიათებელი, - თავისუფლება წამებისგან(freedom from torture) და გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression).

 

კვლევის მიხედვით საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი მიეკუთვნება “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს.


საქართველოს გარდა ყველა მისი მეზობელი ქვეყანა ავტოკრატიული რეჟიმების სხვადასხვა ვარიაციების სტატუსით, კერძოდ, ელექტორალური და დახურული ავტოკრატიით კლასიფიცირდება. ეს თანაბრად ეხება თურქეთსაც, სასომხეთსაც, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთსაც და ყაზახეთსაც. 

 

საქართველოს ჯგუფში გადიან აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ლიტვა, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და უნგრეთი.

 

დიდწილად სწორედ ამ  კარგი რეიტინგების გამო მოხდა საქართველოს მიწვევა 2 დეკემბერს დემოკრატიის სამიტზე, აშშ ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ და ვფიქრობ,   წერტილიც დაესვა სპეკულაციებს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის ორბიტაზე აღარ არის და ავტორიტარული და არადემოკრატიული ქვეყანა ვართ.

 

ეს ფაქტებიც აჩვენებს, თუ რამდენად არის აცდენილი ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი და პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" აცდენილი რეალობას, როდესაც მათივე მხარდაჭერილი პარტიული მედიით ხელაღებით მიდის მტკიცება თითქოს ქვეყანა ავტორიტარიზმისაკენ და ავტოკრატიისაკენ იყოს გადახრილი,"- წერს გიორგი ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო ინსპექტორმა დღეს ღიად ააფრიალა "ნაცმოძრაობის"პარტიული დროშა - დავით ქართველიშვილი
"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი" - სააკაშვილი
"ძალიან ცალსახა იყო წამების კვალი" - ელენე ხოშტარია
"ტოტალიტარულ სექტა "ნაციონალური მოძრაობა" ვერასდროს მობრუნდება ხელისუფლებაში"
"ჩვენებური ლიბერალებისთვისაც ყველაფერი ფარდობითია" - დავით ზარდიაშვილი
"ადამიანი, რომელიც ამ მარტივ წესს დაარღვევს არის არა ისტორიკოსი, არამედ ბანალური პროპაგანდისტი"
"ეს უკონტროლო აგრესია უკვე ადამიანურობის ზღვარზეა" - დავით ზარდიაშვილი
"შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს არის მორიგი პიარკამპანიაა, სააკაშვილის მდგომარეობის დასამძიმებლად" - გიორგი ცუცქირიძე
რატომ სდუმს დასავლეთი? - გიორგი ცუცქირიძე
"კრავთა დუმილი" - არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილის ამოცანა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა - ლადო ბოჟაძე
"სად, იყავი არმაზ, მაშინ?- ჟურნალისტი იამზე კიკნაძე არმაზ ახვლედიანს მიმართავს
" ჰყავთ მისი ორეული და ის გამოჰყავთ სასამართლოზე" - ზაზა წერეთელი სააკაშვილზე
"ისეთი მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორადაც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას"
"სისტემა დგას პირად და არა სახელმწიფოს ერთგულებაზე, კომპრომატზე და არა წესიერებაზე"
"ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში"
"ვერც ერთი ადვოკატი ვერ “გაათეთრებს” სააკაშვილს ისე, როგორც ამას პროკურორები აკეთებენ"
"გამაოგნებელია, რომ ამის ჩამდენი ახლა საბრალდებო სკამს იყენებს აქეთ შესატევად" - დავით ზარდიაშვილი
"ამ ხელისუფლებამ ნახევარი მილიარდით აზარალა ქვეყანა, მაგრამ მიშას მაინც 9 მილიონს ედავებიან"
"29 ნოემბერს, რაც მოხდა იმის ნახევრის ნახევარიც რომ გაებედა ვინმეს, სულს ამოხდიდნენ ულაპარაკოდ"
"ახალი მედიკამენტი დეკემბერში ხელმისაწვდომი იქნება" - გიორგი ფხაკაძე