საქართველომ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას უმასპინძლა

უკვე მეორე დღეა, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას მასპინძლობს.

 

ხვალ კი, ცერემონიების სასახლეში ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

 

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივითა  და  იუნესკოს ეგიდით ტარდება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე მსჯელობენ. 

 

ღონისძიებას საქართველოს 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. მწარმოებლები მთელი მსოფლიოდან ფინანსურ, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ გარემო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ - ლევან დავითაშვილის განცხადებით,  ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია უმასპინძლოს თავმჯდომარის რანგში ზეთისხილის საერთაშორისო წლიურ სესიას.

 

როგორც ლევან დავითაშვილი ამბობს, საქართველოს ნამდვილად გააჩნია პოტენციალი, გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები ზეთისხილის კულტურის განვითარებასა და წარმოებაში.

 

“ზეთისხილის კულტურის განვითარება სრულად ჯდება ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია მეხილეობის კულტურების განვითარება და ამ კუთხით, ზეთისხილი ნამდვილად მნიშვნელოვან, საინტერესო, პრიორიტეტულ კულტურას წარმოადგენს.


ზეთისხილს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ის არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი კუთხითაც, იმიტომ, რომ ზეთისხილის კულტივაცია ძირითადად ხდება ისეთ მშრალ ადგილებში, სადაც, ჩვენ გაუდაბნოების რისკი გვაქვს და ნიადაგის ნაყოფიერებისთვის ზეთისხილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ზოგადად, სასურსათო უსაფრთხოებაში ზეთისხილი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალში.


უკვე ათას ჰექტრამდე ზეთისხილის პლანტაციებია საქართველოში გაშენებული სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით. საბოლოოდ ჩვენი გეგმაა, რამდენიმე ათეული ათასი ჰექტარი დავფაროთ ზეთისხილის პლანტაციებით.


შესაბამისად, მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ფორუმებში, როგორიც არის ზეთისხილის საერთაშორისო წლიური სესია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთი საერთაშორისო რანგის, მაღალი ღონისძიების მასპინძლობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავუზიაროთ და გავიზიაროთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ზეთისხილის წარმოების სექტორში არსებობს“,– განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ  გიორგი სვანიძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-სა და ტრეიდინგის 74%-ს.   ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

“მსოფლიო ზეთისხილის საბჭომ სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ჩვენთან ერთად შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში ეს დარგი. უნდა შეიქმნას ერთობლივად სანერგეები, ქარხანა, შემდგ კი სტრატეგია, - როგორ გავიდეს პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე. ამაშიც ხელს გვიწყობს საბჭო და ვფიქრობ, ამ ასამბლეამ ძალიან დიდი როლი ითამაშა საქართველოში, როგორც ზეთისხილის სწორ განვითარებაზე, ასევე, მისი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე სწორ გაშვებაზე. დღევანდელი და ხვალინდელი შეხვედრები მეტ პოპულარიზაციას მოუტანს საქართველოში წარმოებულ ზეითუნის ზეთს და მარტივად შევძლებთ გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე,” – განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 24-26 ნოემბერს, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს, რომელიც, იუნესკოს ეგიდით ტარდება.

 

საქართველო ზეთისხილის საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა. 2020 წლიდან კი, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.





მსგავსი სიახლეები
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0794 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 იანვრისთვის
"ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, 2021 წლის შეჯამება ექსპორტის სარეკორდო ზრდის დინამიკითაც შეიძლება"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 19 იანვრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 იანვრისთვის
ქართული ალკოჰოლური სასმელის ექსპორტის შედეგად 400 მლნ აშშ დოლარამდე შემოსავალია მიღებული
თბილისსა და გონიოში საერთაშორისო ფინანსური ზონები შეიქმნება - დეტალები
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს - ვის შეეხება რეგულაცია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0775 ლარი გახდა
ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 22,6%-ით გაიზარდა - წლის სტატისტიკა
დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა
"ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად"
საქართველოში ინოვაციური სტარტაპებისთვის ახალი საგრანტო პროგრამა დაიწყება
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს
2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0875 ლარი გახდა
"გლობალური ეკონომიკური ზრდა შენელდება 2023 წლის განმავლობაში, რაც გაზრდის ვარდნის რისკს განვითარებადი ქვეყნებისთვის"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 იანვრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0900 ლარი გახდა