"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent

ბრიტანული გაზეთის „ინდეფენდენთის“ (The Independent) 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა“. ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" (ავტორი - ჯონ ბიუდენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


დონალდ ტრამპი ანკორიჯიდან ვაშინგტონში ისე დაბრუნდა, რომ მან ფაქტიურად, ყველას გასაგონად საჯაროდ უარყო თავისივე მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და, როგორც ცნობილი გახდა, მხარი დაუჭირა რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის მიმართ, დონბასის დათმობასთან დაკავშირებით, თანაც იმ ტერიტორიებით, რომლებიც რუსეთის არმიას ჯერ დაკავებული არ აქვს და მათ უკრაინის ჯარი აკონტროლებს.

ევროპელებს აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია არ მოეწონათ და ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით აქტიური მოქმედება გადაწყვიტეს: ალასკაზე ვლადიმერ პუტინთან გამართული მეგობრული საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპს ე.წ. „უკრაინის კეთილ მსურველთა კოალიციასთან“ შეხვედრა ელოდება - ევროპელ პოლიტიკოსების ჯგუფთან, რომლებიც დარაზმულები არიან კიევის მხარდასაჭერად და შეუვალნი არიან პრინციპის დაცვაში - „არავითარი შეთანხმება უკრაინის თანხმობის გარეშე“.

ვაშინგტონში გამგზავრებულ ევროპელ სტუმრებს შორის თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკისაც ვხედავთ. დონალდ ტრამპთან შეხვედრის მსურველებს, ალბათ, სიფრთხილე მართებთ იმის გათვალისწინებით, თუ რით დასრულდა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო პირადი შეხვედრა თეთრ სახლში, როცა ოვალურ კაბინეტში საუბარი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

ევროპელი ლიდერები ცდილობენ, რომ ალასკის სამიტის მარგი ქმედების კოეფიციენტი როგორმე შეამცირონ და რუსეთს ზიანი მიაყენონ, მათ შორის იმითაც, რომ დონალდ ტრამპს შთააგონონ არაფერი არ დაუთმოს კრემლს უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ევროპელი ლიდერები ასევე დაბეჯითებით მოითხოვენ იმასაც, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და თვითონ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშუალო მონაწილეობა მიიღოს რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ევროპელთა დელეგაციის წევრთა რაოდენობა, რომელიც ორშაბათს ვაშინგტონში მიემგზავრებიან, იმას მიანიშნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანს ტრამპის წინაშე ძალის დემონსტრირება წარმოადგენს. ბატონები კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, ალექსანდრე სტუბი, მარკ რიუტე და ქალბატონები ჯორჯა მელონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი - აი, ეს ადამიანები ერთობლივად შეეცდებიან დონალდ ტრამპს მისი რუსი კოლეგის მიერ შთაგონებული აზრები შეაცვლევინონ.
რასაკვირველია, ჯგუფი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ეს შემთხვევითი არ არის. დელეგაციის ყოველ წევრს ამერიკელ ლიდერთან ტრადიციული მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოკლებით, რომელსაც, ტრამპთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიუხედავად, თებერვალში ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის სიმძიმე კვლავ მხრებზე აწევს.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ევროპული დელეგაციის წევრებმა, რომლებსაც თეთრი სახლის მეთაურთან „საქმის გარჩევა სურთ“, საჯაროდ დადებითად შეაფასეს ტრამპისა და პუტინის ალასკური სამიტი და როგორც ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, ანკორიჯში შეხვედრის შედეგად რუსეთის უკანონო ომის შეწყვეტის დროს მოახლოვდა (სინამდვილეში კი ისინი ალასკის სამიტს უკრაინისათვის და ევროპისათვის „წარუმატებლად’ თვლიან).

ბრიტანელი პრემიერი და მისი კოლეგები, ალბათ, იმედოვნებენ, რომ ისარგებლებენ დონალდ ტრამპის მიდრეკილებით - იგი თავის პოზიციებს სწრაფად იცვლის ხოლმე - და შეეცდებიან მასზე ერთობლივი შეტევა განახორციელონ.

„ვლადიმერ პუტინს ხალიჩებით მოფენით შევხვდით ამერიკის მიწაზე, მაგრამ ჩვენ ვერც ცეცხლის შეწყვეტას ვერ მივაღწიეთ და ვერც პუტინ-ზელენსკის დაუყონებლივ შეხვედრას“, - აცხადებს სენატორი კრის ვან ჰოლენი, დემოკრატი. იგი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინით მოიხიბლა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც ევროპელებს შეხვდებიან, ალბათ, იტყვიან, რომ ალასკის შეხვედრაზე უკრაინის საკითხის გადაწყვეტამ წინ წაიწია, მაგრამ ყველასათვის აშკარაა, რომ რაც რუსეთს კატეგორიულად სურს, ის იგივე კატეგორიულად არ სურს უკრაინას, ანუ მოსკოვისა და კიევის პოზიციებს ერთმანეთისაგან უზარმაზარი უფსკრული აშორებთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დონალდ ტრამპს ერიდება (ან ვერ ბედავს) ყველა ბერკეტის გამოყენება კრემლის წინააღმდეგ.

ევროპელი ლიდერებისათვის საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ის პირდაპირი სამხედრო ჩარევას უკრაინის ომში რესპუბლიკელები მხარს არ უჭერენ და, სხვათა შორის, დემოკრატებიც. ასეთი იდეა პოპულარობით არ სარგებლობს
ბევრს ეგონა სამიტის წინ, რომ დონალდ ტრამპი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს შემოიღებდა, მაგრამ სამიტის შემდეგ მსგავსი იმედები აორთქლდა. შესაძლოა, კირ სტარმერს და სხვებს, განსაკუთრებით კი ფინეთის პრეზიდენტს ალექსანდრე სტუბს, რომელსაც ზურგს უკან „ტრამპთან მოჩურჩულეს“ ეძახიან (ფინელი ლიდერი ერთადერთი ევროპელია, რომელსაც ტრამპთან გოლფი აქვს ნათამაშევი), მოუწევთ დაარწმუნონ ამერიკელი პრეზიდენტი, რომ დონბასის სრული დათმობა რუსეთისათვის ის შხამიანი აბია, რომელიც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდისაგან დააშორებს.

კვირას სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის პოზიცია ვლადიმერ პუტინის განზრახვების სერიოზულობის მიმართ „საერთოდ“ შეიცვალა. არადა, ევროპელ ლიდერებს ეგონათ, რომ ისინი ამ სიტუაციით ისარგებლებდნენ. „არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა აზრი შეცვალა. იგი ცდილობს მშვიდობის მიღწევას და თუ ძალისხმევა უშედეგო ჩაივლის, მაშინ რუსეთისათვის არასასიამოვნო შედეგები დადგება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს თავიდან ავიცილოთ და საბოლოოდ ზავი დაიდოს“, - თქვა მარკო რუბიომ .

მოამზადა სიმონ კილაძემ

 


წყარო: 

 





მსგავსი სიახლეები
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC
"ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით"-The Daily Telegraph
სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი