დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა

დიღომში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების გარდა, პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იმყოფებოდნენ.

ისტორიული სკოლა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, მიხეილ მესხმა 1970 წელს დააფუძნა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ინფრასტრუქტურა განახლდა, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ მეპატრონეს, კომპანია „ვისოლს“ გადაეცა.

2022 წელს სპორტული კომპლექსი თბილისის მერიამ, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.

„ავაზაში“ მოეწყო ახალი სტანდარტული და მინი-მოედნები ტრიბუნებით, დამონტაჟდა განათება, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, მოეწყო გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და ექიმის ოთახები.

კომპლექსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და UEFA-ს პროგრამა Hattrick-ის დაფინანსებით განხორციელდა, მის მოვლა-პატრონობას სრულად ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

 

დიღმის მასივის გარდა, მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები უკვე განხორციელდა თბილისის ხუთ უბანში (ვარკეთილში, გლდანში, დიდ დიღომში, ვაკეში, ნუცუბიძის პლატოზე),  ასევე ფოთსა და სამტრედიაში. ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრები ფუნქციონირებს რუსთავში, საფეხბურთო აკადემიები კი ქუთაისში, რუხში, ლაგოდეხსა და გვიმბალაურში.





მსგავსი სიახლეები
30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | ESPN-ის რეიტინგში პირველი ილია თოფურიაა
ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩაფრინდა
,,ეს ქორწინებას ჰგავს – მხარდაჭერა გვჭირდება''- ვილი სანიოლი
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, შეხვდა
ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს, რეკრეაციულ არეალებს, ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა -კახა კალაძე
ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას, ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ სპორტში, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში -ირაკლი კობახიძე
დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა
ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია
ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია
1:1 - საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა დასრულდა
მიქაუტაძემ ნორვეგიას გაუტანა
ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია
ახალი ამბებისლაიდერი სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა