საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.

ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ ფიფა-ს რეიტინგის 183-ე გუნდთან გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ის ფეხბურთელები გამოიყვანა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში ნაკლები სათამაშო დრო ეთმობოდათ.

ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ლუკა გაგნიძემ და საბა საზონოვმა. თამაში მოსალოდნელი სცენარით დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად განვითარდა.

ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა – გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი მოქმედების შემდეგ დამატებაზე ყველას დავით ვოლკოვმა დაასწრო და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

ამის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გოლი საკუთარ კარში მიიღეს – მონღოლებმა მეკარე ლორიას პასი ჩაჭრეს, შეტევა სწრაფად გაითამაშეს და ბატბოლდმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

საქართველოს ნაკრებს მე-40 წუთზე დაწინაურება შეეძლოთ, როდესაც გოჩოლეიშვილის წაქცევისთვის სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ჩაკვეტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაკვეტაძემ ორ წუთში დუბლი შეასრულა – განსაკუთრებით ეფექტური მეორე გოლი იყო, როდესაც მეკარეს ბურთი ფეხებსშუა გაუძვრინა.

 

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და სანიოლმა სადებიუტო თამაშის საშუალება მისცა 17 წლის გაბრიელ სიგუასა და მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, რომლის მოედანზე გამოყვანასაც არ გეგმავდა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე : დაამარცხა და ნორვეგიის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.





მსგავსი სიახლეები
ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია
ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია
1:1 - საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა დასრულდა
მიქაუტაძემ ნორვეგიას გაუტანა
ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია
ახალი ამბებისლაიდერი სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო
ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე 85 მილიონია
გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შესარჩევი ეტაპის საუკეთესო ევროპული ხუთეულში მოხვდნენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა
ბორჯღალოსნები პირველ ტაიმში პორტუგალიის ნაკრებთან დაწინაურდნენ
ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიგო
კვარაცხელიას მორიგი გოლი - ქართველმა „ტორინოს“ გაუტანა
პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, კვარაცხელიაში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს - ფრანგული მედია
კონტინენტის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით ხობელი მოჭადრაკე იასპარეზებს
დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია
„ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ტურის საუკეთესოდ აღიარეს