ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას, ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ სპორტში, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში -ირაკლი კობახიძე
ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს რეგიონებში. ასევე, ახალი სტადიონი იქნება ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის განვითარების ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საფეხბურთო ცენტრ „ავაზას“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებას ყველა მიმართულებით აქვს ამბიციური გეგმები. მისივე განცხადებით, მომავალში ქართული ფეხბურთი, ზოგადად, ქართული სპორტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს, ამისთვის ხელისუფლება ყურადღებასა და ძალისხმევას არ დაიშურებს.
„ყველას მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრი, რომელიც სრულად განახლდა და ამისთვის ფეხბურთის ფედერაციას და თბილისის მერიას მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირებული ინვესტიცია, რაც კი შეიძლება, განხორციელდეს. ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტში, ეს არის ინვესტიცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ამ მიმართულებით იცით, რომ მომავლისთვის გვაქვს სერიოზული, ამბიციური გეგმები. მთელი ქვეყნის მასშტაბით გვინდა, რომ განვაახლოთ და შევქმნათ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა. სპორტისადმი და განსაკუთრებით ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან დიდი და მზარდია და ეს არის იმ განსაკუთრებული მიღწევების შედეგი, რომელიც გვაჩუქეს ჩვენმა ფეხბურთელებმა ბოლო წლების განმავლობაში. ამას სჭირდება მხარდაჭერა და შემდგომი განვითარება და სწორედ ამისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურა. სწორედ ამ კვირაში ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს რეგიონებში. ასევე ახალი სტადიონი იქნება ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის განვითარების ისტორიაში და ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდება. ასევე, მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები. ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ქართული ფეხბურთი და ზოგადად, ქართული სპორტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს, ამისთვის ჩვენ ყურადღებასა და ძალისხმევას არ დავიშურებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა, გადავუხადო ფედერაციას, მერიას, ამ არაჩვეულებრივი საქმისთვის და მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | ESPN-ის რეიტინგში პირველი ილია თოფურიაა
ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩაფრინდა
,,ეს ქორწინებას ჰგავს – მხარდაჭერა გვჭირდება''- ვილი სანიოლი
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, შეხვდა
ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს, რეკრეაციულ არეალებს, ეს ყველაფერი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისაა -კახა კალაძე
ხელი მოეწერა განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული საფეხბურთო ცენტრის შექმნას, ეს არის ინვესტიცია არამხოლოდ სპორტში, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში -ირაკლი კობახიძე
დიღმის მასივში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი საფეხბურთო ცენტრი „ავაზა“ გაიხსნა
ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია
ლევან ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონია
1:1 - საქართველოსა და ნორვეგიის შეხვედრა დასრულდა
მიქაუტაძემ ნორვეგიას გაუტანა
ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს „თბილისის გრანდ სლემზე“ 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
ილია სულამანიძე თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია
ახალი ამბებისლაიდერი სანდრო ბაზაძემ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა