"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian

 „ვუდი ალენმა ნეგატიურად შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ მისი მონაწილეობა მოსკოვის საერთაშორისო კინოკვირეულში „რუსეთის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების გათეთრებას“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე: „პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია“ (ავტორი - ენდრიუ პულვერი), რომელშიც განხილულია ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და მასთან დაკავშირებული მომენტები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როგორც ცნობილია, ამ დღეებში ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა მონაწილეობა მიიღო (ვიდეოჩართვით) მოსკოვში 24 აგვისტოს დაწყებულ საერთაშორისო კინოკვირეულში თემაზე „მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდები“. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეგატიურად შეაფასა ჰოლივუდელი 89 წლის რეჟისორის მონაწილეობა მოსკოვურ კინოფორუმში მისი მოქმედება სამარცხვინო ქცევად ჩათვალა. „ეს არის სირცხვილი და იმ უკრაინელი მსახიობებისა და კინემატოგრაფისტების ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც რუსი სამხედრო დამნაშავეების ხელით დაიღუპნენ, კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ვუდი ალენი შეგნებულად თვალს ხუჭავს რუსეთის მხეცობებზე, რომელსაც კრემლი უკრაინაში ყოველდღიურად აწყობს ბოლო 11 წლის განმავლობაში. კულტურა არასოდეს არ უნდა გამოიყენებოდეს დანაშაულის გამამართლებლად ან პროპაგანდის ინსტრუმენტად, ვუდი ალენმა კი მოსკოვის სისხლიანი კინოფესტივალი თავისი მონაწილეობით გაათეთრა“, - აცხადებს უკრაინის დიპლომატიური უწყება.

ვუდი ალენი „გარდიან“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში [გარკვეულწილად] არ დაეთანხმა უკრაინის საგარეოპოლიტიკური უწყების მწვავე შეფასებას: „როცა საკითხი უკრაინის კონფლიქტს ეხება, მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურად არასწორად მოქმედებს. ომი, რომელიც მან გააჩაღა, საშინელებაა. მაგრამ მე ასევე მტკიცედ მწამს, რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ პოლიტიკოსები, შემოქმედებაზე ლაპარაკის შეწყვეტა არ არის კარგი საშუალება დაეხმაროს [მშვიდობის დამყარებას]“.

ვუდი ალენმა კვირას იმ საუბარში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც კინოკვირეულის ჩარჩოებში რუსი რეჟისორი ფედორ ბონდარჩუკი უძღვებოდა. როგორც ცნობილია, ფედორ ბონდარჩუკი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ თანამოაზრეს წარმოადგენს და გადაღებული აქვს რიგი პატრიოტული კინოსურათები, მათ შორის ფილმი-ეპოპეა „სტალინგრადი“ და სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი „მიზიდულობა“.

რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვუდი ალენმა განაცხადა, რომ მას არ აქვს გეგმები რუსეთში ფილმის გადაიღოს, მაგრამ მან იქვე აღნიშნა, რომ „მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აქვს“. ამერიკელმა რეჟისორმა ასევე თქვა, რომ იგი აღტაცებულია რუსული კინემატოგრაფით, განსაკუთრებით მან გამოარჩია ფედორ ბონდარჩუკის მამის - სერგეი ბონდარჩუკის მიერ გადაღებული ფილმი „ომი და მშვიდობა“, რომელმაც 1969 წელს „ოსკარის“ პრემია მიიღო, როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა.

ვუდი ალენის მიერ ბოლო წლებში გადაღებული ფილმებია „რიფკინის ფესტივალი“ (2020 წელს) ესპანეთში და „სახელმწიფო გადატრიალება“ (2023 წელს) საფრანგეთში. ისევე როგორც სხვა რიგმა ცნობილმა რეჟისორებმა, ვუდი ალენმაც თავიდან ვერ აიცილა სკანდალები (მაგალითად, „ამაზონთან“ - კინოფილმების დისტრიბუციასთან დაკავშირებით, 2019 წელს, აგრეთვე სექსუალური ბრალდებები, რომელიც ორი გამოძიების შედეგად მოეხსნა, 2014 წელს).

2024 წელს ვუდი ალენმა ივარაუდა, რომ ორიოდე წელიწადში რეჟისორობას თავს დაანებებდა: „კინოწარმოების მთელი რომანტიკა წარსულში დარჩა“, - განაცხადა მან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC
"ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით"-The Daily Telegraph
სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი