ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა

4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა.

ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ არჩევნების ორგანიზება მხოლოდ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროცედურებით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პროცესების ხარისხი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოზე, რომელშიც ხდება არჩევნების ჩატარება.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ომბუდსმენის ინსტიტუტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პრევენციული ქმედებების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

„როგორც ყოველთვის სახალხო დამცველთან ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციას, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის შემთხვევებს, მათ შორის, ტარგეტირებულად ეს ყველაფერი საარჩევნო ადმინისტრატორების წინააღმდეგ. შესაბამისად, ორი ინსტიტუცია შევთანხმდით იმაზე, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ჩვენ კომპეტენციების ფარგლებში განვახორციელებთ სათანადო პრევენციულ ქმედებებს, ასევე უზრუნველვყოფთ ამომრჩეველთა და საზოგადოების ინფორმირებას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს და უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმაც. „ჩვენ ტრადიციულად არჩევნების წინ ვცდილობთ კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილის ენის მნიშვნელობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველა მონაწილეს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო შეგნება, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა არჩევნები წარიმართოს მშვიდ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი და საარჩევნო უფლება, როგორც კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.





მსგავსი სიახლეები
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის დოკუმენტს და მასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას აქვეყნებს
პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის -კახა კალაძე
საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი - სოზარ სუბარი
უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ -მამუკა მდინარაძე
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა
არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა -შალვა პაპუაშვილი
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ფაქტებით ნათქვამია, რომ "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება -თეა წულუკიანი
გახარია სუპერ მხდალი აღმოჩნდა და ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს ადასტურებს, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო, ბერლინიდან ევაჭრება პროცენტებთან დაკავშირებით - თინა ბოკუჩავა
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა
"ნაცმოძრაობისგან" არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით-თეა წულუკიანი
საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური -თეა წულუკიანი
საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური -თეა წულუკიანი
საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ -კახა კალაძე
ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა, დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა -კახა კალაძე
ქართული სახელმწიფო არ გააუქმებს არცერთ საკითხს, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციას, სუვერენიტეტს, მშვიდობას, იდენტობას -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს
ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული -დავით ქართველიშვილი USAUD-ის დახურვაზე
კარგი იქნებოდა, ჩერგო "ქოცებში" შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის -იაგო ხვიჩია
შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის - შერაზ გასრი