საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი - სოზარ სუბარი

საგამოძებო კომისიის მიერ მიღებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა სრულიად საკმარისია, რათა ოქტომბრამდე მომზადდეს საკონსტიტუციო სარჩელი. სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და სასამართლოს ექნება საკმარისი მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, გაასამართლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა ასევე ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე საარჩევნო შტაბთან, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.

„ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს, სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს, რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო და ვერ აცნობიერებენ, როგორ აქვთ ადამიანის სახე დაკარგული. უბრალოდ, ძალიან საცოდავები არიან, მათი მატარებელი დიდი ხნის ჩავლილია, ქვეყანა კი თავისი გზით ვითარდება და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება. ამისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც პარლამენტმა დღეს დაამტკიცა. ის უკვე აღარაა კომისიის დასკვნა – ესაა საქართველოს პარლამენტის დასკვნა, რომელიც ძალიან სერიოზული დოკუმენტია. ეს არის მხოლოდ აისბერგის წვერი, მცირე ნაწილი იმ საშინელებებისა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ქართველ ხალხის, საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. როგორც წვეთ წყალში ირეკლება ოკეანე, ისე ირეკლება ამ დასკვნაშიც ის საშინელება, რასაც რეჟიმი ჩადიოდა – დანაშაულები მრავალი მიმართულებით, რასაც სააკაშვილის რეჟიმი თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში ჩადიოდა და რასაც დღესაც აგრძელებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით. ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად საკმარისია, რათა ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ოქტომბერში, როდესაც მომზადდება საკონსტიტუციო სარჩელი, ის შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი, პოლიტიკური მოვლენა და როგორც პარტია (და მასთან ერთად მისი სატელიტი პარტიები) გაასამართლოს, რათა მათ მომავალში მაინც არ ჰქონდეთ ქართული სახელმწიფოს ნგრევის შესაძლებლობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.





მსგავსი სიახლეები
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის დოკუმენტს და მასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას აქვეყნებს
პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის -კახა კალაძე
საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი - სოზარ სუბარი
უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ -მამუკა მდინარაძე
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა
არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა -შალვა პაპუაშვილი
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ფაქტებით ნათქვამია, რომ "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება -თეა წულუკიანი
გახარია სუპერ მხდალი აღმოჩნდა და ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს ადასტურებს, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო, ბერლინიდან ევაჭრება პროცენტებთან დაკავშირებით - თინა ბოკუჩავა
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა
"ნაცმოძრაობისგან" არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით-თეა წულუკიანი
საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური -თეა წულუკიანი
საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში დაკავებულ პირთა და პატიმართა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და სისტემური -თეა წულუკიანი
საქართველოს პრეზიდენტს ყველა წინადადებაში ვეთანხმები - ჩვენ მზად ვართ აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ -კახა კალაძე
ევროკავშირზე უკეთესი გაერთიანება ჯერ არ ყოფილა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავთ, საკმაოდ მძიმე ვითარებაა, დაცლილია იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი მიისწრაფოდა -კახა კალაძე
ქართული სახელმწიფო არ გააუქმებს არცერთ საკითხს, რომელიც იცავს ქართულ ტრადიციას, სუვერენიტეტს, მშვიდობას, იდენტობას -გურამ მაჭარაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს
ეს იმ ეპოქის დასასრულია – როდესაც გლობალიზმი ჰუმანიტარული მისიებითა და ლიბერალური ღირებულებებით იყო შენიღბული -დავით ქართველიშვილი USAUD-ის დახურვაზე
კარგი იქნებოდა, ჩერგო "ქოცებში" შესულიყო, ეს იქნებოდა „ქართული ოცნების“ დაშლის უმოკლესი გზა, ჩერგო პროფესიონალია ამ საქმის, მიდის და შლის -იაგო ხვიჩია
შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის - შერაზ გასრი