"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) რუბრიკით „წერილები“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: "ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში: რომლის ავტორია რობერტ ჰანტერი - აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. რედაქციისადმი მიწერილ წერილში იგი კომენტარს უკეთებს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს „ფაინენშელ თაიმსის“ 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალის თაობაზე, სათაურით „მითები, რომლებმაც პუტინის ომი გამოიწვიეს“, ტიმოთი სნაიდერის ავტორობით.

გთავაზობთ ამერიკელი დიპლომატის კომენტარს:

ტიმოთი სნაიდერი საქმის ცოდნით წერს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ იგი რატომღაც არ ახსენებს „ისტორიის მეორე მხარეს“ - იმ როლს, რომელიც აშშ-მა შეასრულა ამჟამინდელი ტრაგედიის წარმოქმნაში.

რუსეთ-უკრაინის ომის წინაპირობების შექმნისათვის საკვანძო მომენტად იქცა 2008 წელი, როცა აშშ-ის ზეწოლით ნატოელმა მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მათი ალიანსში „მიღების“ მომენტი იმდენად, რამდენადაც ამგვარი განცხადება ნიშნავდა გარკვეული სტრატეგიული ვალდებულების აღებას ნატოს მიერ. ბევრი ჩვენთაგანი ამას სწრაფად მიხვდა და ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეზე, რომელსაც ამგვარი დეკლარაცია მომავალში გამოიწვევდა.

მას შემდეგ მოკავშირეები, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, ერთი და იგივე განცხადების გაჟღერებას აგრძელებდნენ [რომ უკრაინა და ნატო დღეს თუ არა ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები] მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ არ გამორიცხა უკრაინის წევრობა ნატოში, უახლოეს წლებში მაინც. ოფიციალურად გაირკვა, რომ უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში ნატოს 32 წევრის კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ალიანსის აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთს არ მიუახლოვდებოდა (ბალტიისპირა ქვეყნების მიღებას, უკრაინასთან შედარებით, რუსეთისათვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა).
რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მაგრამ ეს გარემოება სიტუაციას ფართო პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტს აძლევს და ხაზს უსვამს ის ზიანს, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა და ნეოლიბერალებმა თავიანთი მოქმედებით გამოიწვიეს: ისინი რუსეთს დამარცხებულ ქვეყნად განიხილავდნენ, რომელსაც არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია (ეს არ ეხება ჯორჯ ბუშ-უფროსს და ბილ კლინტონს, რომლებიც საკითხს სწორად აცნობიერებდნენ).
ისტორია მკაცრი დამრიგებელია და ის, ვინც მას უარყოფს და ყურადღებას არ აქცევს, ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელ ტანჯვას და სიტუაციის შესვლას დიპლომატიურ ჩიხში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

წყარო





მსგავსი სიახლეები
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC
"ტრამპს შეუძლია თავისი საგარეო პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა რუსეთთან მიმართებით, რომელიც ნიქსონისას ჰგავს ჩინეთთან დაკავშირებით"-The Daily Telegraph
სი ძინპინი არ დაუშვებს, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის დამყარებას დათანახმდეს -The Daily Telegraph
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post