18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირებს, რომლებიც სვანეთში, განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე დააკავეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანის მუქარით, ერთ დაზარალებულს წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეუზღუდა, ხოლო მეორე ბრალდებულმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა მას. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღის და დანის გამოყენების მუქარით მეორე დაზარალებული იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და დაუსახლებელ ადგილას დატოვეს, რომელსაც დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "გ" და "ი" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





მსგავსი სიახლეები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა
სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ -"საერთაშორისო გამჭვირვალობა"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირებს, რომლებიც სვანეთში, განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე დააკავეს
საქართველოს პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი
დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
როგორც „მწვანე საზღვართან" ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი -გიორგი ბაჩიაშვილი
სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა