შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულის თაობაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე - 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე - 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ - თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს!“, - განაცხადა მარსაგიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა
სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ -"საერთაშორისო გამჭვირვალობა"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირებს, რომლებიც სვანეთში, განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე დააკავეს
საქართველოს პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი
დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
როგორც „მწვანე საზღვართან" ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი -გიორგი ბაჩიაშვილი
სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა