სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ -"საერთაშორისო გამჭვირვალობა"

სტრასბურგის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა საჩივარი „ქართული ოცნების“ მიერ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის ივანიშვილის „ფარას“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში. 


მათივე ცნობით, საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს – კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას.


„ჩვენ ვდავობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.  სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ ერთობლივად მიმართეს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს
სუს-მა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა
სუს-მა მურთაზ ზოდელავა დააკავა
სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა
სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის შესაზღუდად მიღებული რეპრესიული კანონების, მათ შორის „ფარას“ წინააღმდეგ -"საერთაშორისო გამჭვირვალობა"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ პირებს, რომლებიც სვანეთში, განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე დააკავეს
საქართველოს პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, დაკავებულია ოთხი პირი
დაკავებულია პირი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეთა შორის, ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ბათუმში მომხდარ ჯგუფური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა
პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო
პოლიციამ აჭარაში ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
როგორც „მწვანე საზღვართან" ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი -გიორგი ბაჩიაშვილი
სასაზღვრო პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 11 პირი
გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ექვსი პირი დააკავა
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა