საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა


საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის წერილით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ ეუთო/ოდირ-ის მიმართ მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, სადამკვირვებლო მისია 4 ოქტომბრის არჩევნების დაკვირვებისგან თავს არ შეიკავებს.

„გუშინწინ ამოიწურა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და საბოლოოდ გაირკვა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში წარმოდგენილი ორი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებს, ხოლო ორი პარტია, „ლელო“ და „საქართველოსთვის“ არჩევნებში მონაწილეობს. ამ ორმა პარტიამ 64-დან 37 საარჩევნო ოლქში შეძლო მერობის კანდიდატის დასახელება.

როგორც მოგეხსენებათ, კვლავაც დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევის საკითხი. ჩვენ გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ დაუყოვნებლივ მოვიწვევდით ეუთო ოდირის მისიას, თუ რადიკალური ოპოზიცია და მისი უცხოელი პატრონები ეუთო/ოდირ-ის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის მიმართ პატივისცემას ახლა მაინც დაადასტურებდნენ.

ყველას გახსოვთ, რომ ამ დასკვნის გამო, ეუთო/ოდირი არაერთხელ იქცა რადიკალური ოპოზიციისა და მისი უცხოელი პატრონების თავდასხმის ობიექტად. მათ შორის, ეუთო ოდირის შარშანდელი დასკვნის მიმართ უხეში უპატივცემულობა ევროპელმა და ყოფილმა ამერიკელმა ბიუროკრატებმაც გამოხატეს.

სამწუხაროდ, ასეთია ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელი სახე. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ სამართალს და დემოკრატიას, თუ არჩევნებში მათი ფავორიტი ძალა, საქართველოს შემთხვევაში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იმარჯვებს. სხვა შემთხვევაში, დემოკრატია და ხალხის ნება მათი აგრესიული თავდასხმის ობიექტი ხდება, როგორც ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაშიც ვიხილეთ. ევროპული ბიუროკრატიის ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ წელს ეუთო/ოდირ-ის მისიაზე განხორციელდება კიდევ უფრო მძიმე ზეწოლა, ვიდრე ამის მომსწრე შარშან გავხდით. შესაბამისად, გვესმის, რომ საქართველოში მოწვევით, ეუთო/ოდირ-ს სერიოზული გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა არც ჩვენი მოწოდების შემდეგ გამოხატეს პატივისცემა ეუთო/ოდირ-ის შარშანდელი დასკვნის მიმართ, იმისთვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირ-ის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირ-ს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

ვიმედოვნებთ, რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირ-ი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს. საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო-ოდირ-ის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას“, – განაცხადა კობახიძემ.





მსგავსი სიახლეები
მივესალმებით, რომ ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლები, როგორც ჩანს, საქართველოში იქნებიან, სრულ კოორდინაციაში ვიქნებით ყველა იმ მისიასთან, რომელიც აქ იქნება -გრიგოლ გეგელია
ცესკო - 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი, ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი
„რა მაინტერესებს, 3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? -ზურაბ ჯაფარიძე
საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს მოწვევის წერილით მიმართა
თეონა აქუბარდია პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ტოვებს და აცხადებს, რომ კვლავ „დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“
ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ -გიორგი გახარია
სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას არავის მისცემს, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან - ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის -ირაკლი კობახიძე
გარედან მართული პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ადგილი საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არის -კახა კალაძე
პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის დოკუმენტს და მასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას აქვეყნებს
პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი გავხადოთ კიდევ უფრო კომფორტული, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის -კახა კალაძე
საგამოძიებო კომისიის დასკვნა სრულიად საკმარისია, რომ ისტორიამ კიდევ ერთხელ გაასამართლოს და განსაჯოს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმი - სოზარ სუბარი
უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი გუნდით მივალ -მამუკა მდინარაძე
პარლამენტმა მამუკა მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელად დაამტკიცა
არსებობს ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება პარლამენტის მხრიდან შესაბამისი შეფასება და ამ მხრივ, საგამოძიებო კომისიამ ისტორიული მისია შეასრულა -შალვა პაპუაშვილი
საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ფაქტებით ნათქვამია, რომ "ვარდების რევოლუცია" სინამდვილეში იყო სახელმწიფო გადატრიალება -თეა წულუკიანი
გახარია სუპერ მხდალი აღმოჩნდა და ბერლინიდან გვმოძღვრავს, ეს ადასტურებს, რომ გახარია ყოველთვის ივანიშვილის პროექტი იყო, ბერლინიდან ევაჭრება პროცენტებთან დაკავშირებით - თინა ბოკუჩავა
ცესკოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველთან მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელა
"ნაცმოძრაობისგან" არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების, კონსტიტუციური წყობილებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ქმედებების აღიარების ან მონანიების მიზნით-თეა წულუკიანი