"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) საკვირაო ნომერში - „სანდეი ტელეგრაფში“ - გამოქვეყნებულია რედაქციის მთავარი პოლიტიკური კომენტატორის დევიდ ბლერის სტატია სათაურით: "ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო". პუბლიკაციაში განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივა: ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ სამშვიდობო ინიციატივებმა კრახი განიცადეს.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ უკრაინამ უარი თქვას 50 ათას კვადრატული მილის (129 500 კვადრატული კილომეტრის) ფართობის მქონე სუვერენულ ტერიტორიაზე და რომ უკრაინა რუსეთის ვასალად იქცეს ყველაფერში, დასახელების გარდა. ასეთი იყო მისი მოთხოვნა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მისვლამდე და ასეთად რჩება დღესაც.

აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტის თითქმის რვათვიანი ხმაურისა და ტკბილ-მწარე დიპლომატიური შეხვედრების შემდეგ, ევროპელი მოკავშირეები თითქოსდა შეთანხმდნენ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე (ჯარების განთავსებაზე) სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ: ჩვენ დავუბრუნდით ისევ იმ ადგილს, საიდანაც დავიწყეთ. საბოლოო დარეგულირება ან თუნდაც ცეცხლის დროებითი შეწყვეტა, ამჟამადაც მიუღწეველი რჩება, ისეთივე როგორც მისტერ ტრამპის პოლიტიკურ რენესანსამდე იყო, ანუ „ურემი ისევ იქ დგას“.
ფაქტები მიუთითებენ იმაზე, რომ ორივე მხარე ჯიუტობს და შეუპოვრობას იჩენს. უპირველესად, რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინი, რომელსაც მაქსიმალისტური მოთხოვნები აქვს. გასულ პარასკევს მან დაგმო დასავლეთის ქვეყნების იდეა უკრაინაში ჯარების განთავსების თაობაზე და ისინი გააფრთხილა, რომ თუ უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული სამხედრო ქვედანაყოფები გამოჩნდებიან, ისინი რუსეთის დარტყმების „კანონიერი სამიზნეები“ იქნებიან.

უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ვლადიმერ პუტინი იმაზე მეტ ტერიტორიას ითხოვს, რაც მის ჯარს აქვს ოკუპირებული: მას სურს, რომ უკრაინამ დათმოს ის მიწა-წყალიც, რომელიც კრემლის არმიას არ დაუკავებია - ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების 5 ათასი კვადრატული მილი (12 ათასი კვ.კმ.), საოლქო ცენტრების ჩათვლით.

ამერიკელი ოფიციალური პირების მტკიცებით, ვლადიმერ პუტინი თითქოსდა მეტად აღარ ითხოვს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს ორი ქალაქიც - ხერსონი და ზაპოროჟიე - დათმოს (მათში ათობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს), რომლებსაც უკრაინელი ჯარისკაცები წლების განმავლობაში იცავდა, დიდი დანაკარგების ფასად. მათ ნაცვლად კრემლი, ალბათ, იმით დაკმაყოფილდება, თუ კიევი უსიტყვოდ დატოვებს დონეცკ-ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების იმ ნაწილებს, რომლებსაც უკრაინის არმია ჯერ კიდევ აკონტროლებს, ანუ 2500 კვადრატულ მილს (6400 კვ.კმ.), რომელზეც 250 ათასი მცხოვრები ცხოვრობს.

ალბათ, არცერთი უკრაინელი ლიდერი არასოდეს არ დათანხმდება ამ პირობებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის მიწები, რომელთა დაუფლება ვლადიმერ პუტინს სურს, უკრაინისათვის მათი შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: დონბასი უკრაინის ეკონომიკური ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენს, იქ არის უმაღლესი ხარისხის ქვანახშირი, ლითიუმის დიდი საბადოები... გარდა ამისა, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების იმ ნაწილებში, რომლებსაც კიევი აკონტროლებს, უამრავი გამაგრებული საფორტიფიკაციო ნაგებობაა, რომელთა აგებაზე უამრავი ფული დაიხარჯა. იმავდროულად არ არის არავითარი ნიშნები იმისა, რომ კრემლი გააუქმებს ქვეყნის კონსტიტუციის იმ მუხლს, რომლის მიხედვით, ეს ორი ოლქი რუსეთის შემადგენლობაშია დაფიქსირებული

იმისთვის, რომ მისტერ დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა აიძულოს უარი თქვას ტერიტორიულ პრეტენზიებზე, საჭირო იქნება აშშ-ის ძლიერი ზეწოლა და გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციები.

მაგრამ ამ დროს ჩვენ მივდივართ მეორე მიზეზამდე, რის გამოც პროგრესი არ ფიქსირდება: ცოტას თუ ვინმეს სჯერა, რომ დონალდ ტრამპი კრემლზე დამატებით მკაცრ ზეწოლას განახორციელებს და რუსეთს უმკაცრეს სანქციებს გამოუცხადებს. პრინციპში, იმდენი სანქციაა უკვე გამოცხადებული, რომ დამატებით კიდევ რაზე უნდა იქნას შემოღებული ემბარგო, გაურკვეველია.

უკრაინა კი, პირიქით, აშშ-ის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ვაშინგტონი კიევს იარაღს აწოდებს, მაგრამ „ტრანზიტით“ და ფულის გადახდით - ჯერ ნატოს ქვეყნებს შეასყიდვინებს, ისინი კი შემდეგ უკრაინას გაუგზავნიან. ამერიკისგან მიწოდებული ყოველი რაკეტა და ჭურვი ვოლოდიმირ ზელენსკიზე გავლენის წყაროდ ითვლება და ამიტომ გასაგებია, თუ რატომ ცდილობს კიევი ვაშინგტონზე თავისი დამოკიდებულება როგორმე შეამციროს.

ერთადერთი არსებითი ცვლილება გამოიხატება იმაში, რომ დონალდ ტრამპი ახლა მზადაა განიხილოს აშშ-ის სავარაუდო გარანტიები უკრაინის უსაფრთხოებისათვის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ. უძლიერესი სახელმწიფოს დაპირება უკრაინის დაცვისათვის - ეს ის პრიზია, რომლის მოპოვებას ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია ცდილობს.

მაგრამ როგორი იქნება აშშ-ის ვალდებულება გარანტიების შესრულებაზე? რაღაც ბუნდოვანი ფორმულირება თუ მტკიცე დაპირება, რომელიც ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტზე იქნება დაფუძნებული? ყველაფერი ის, რაც მე-5 პუნქტს არ შეესაბამება, კიევისათვის უაზრობას წარმოადგენს.

იმდენად, რამდენადაც ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი პასუხის გარეშე რჩება, რეალობა ისეთია, რომ უკრაინელები ბრძოლას აგრძელებენ და ფრონტის ხაზი რიგ ადგილებში იანვრიდან უცვლელი რჩება. სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინი ძველებურად ითხოვს ზედმეტ ტერიტორიას, დონალდ ტრამპი კი თავს იკავებს რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლისაგანნ.

ერთადერთი დასკვნა ასეთ სიტუაციაში შემდეგნაირი მოჩანს: ბოლო 80 წლის განმავლობაში ევროპის ყველაზე სისხლისმღვრელი ომი ისევ გაგრძელდება. სამშვიდობო მოლაპარაკების იმედი თითქმის გაქრა, რაც მიმდინარე მოვლენებითაც დასტურდება


მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა
რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე
"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times
"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post
"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph
"ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ "სამრეწველო გადაიარაღებას",მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს"-Politico
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC