"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა გვაჩვენებს, თუ რამდენად მოუმზადებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრემლის მოულოდნელი შეტევებისათვის" (ავტორები - ჰენრი ფოი, უივერ კორტნი და ჩარლზ ქლოვერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინს რომ განზრახული ჰქონოდა დრონების რეიდი განეხორციელებინა პოლონეთის წინააღმდეგ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შესამოწმებლად, რუსეთის პრეზიდენტი შედეგებით კმაყოფილი დარჩებოდა. ექსპერტების გაფრთხილებით, შემდეგისათვის პუტინი მზად იქნება უფრო შორს წავიდეს.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრამ ნატოს ავიაესკადრილიის ჰაერში აფრენა გამოიწვია - თვითმფრინავებმა სროლა აუტეხეს რუსულ დრონებს და ჩამოაგდეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შეიარაღებული ძალები, აშშ-ის ლიდერობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეეჯახა უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან. ეს ნიშნავს, რომ სამწლინახევრიანი სამხედრო კონფლიქტში ახალი ფურცელი გადაიშალა - ესკალაციის სახით.

თუმცა, ოფიციალური პირებისა და სამხედრო ექსპერტების თქმით, ამ ინციდენტმა ასევე აჩვენა ისიც, თუ რამდენად არ არის მზად ევროპა იმ მასირებული ავიადარტყმებისათვის, რასაც რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ სამწუხარო ფაქტმა დაადასტურა ის მოსაზრება, რომ ნატოს დიდი ინვესტიციები დასსჭირდება ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გასამაგრებლად.
„[მოსკოვმა] ალბათ შენიშნა, რომ ჩვენ უკრაინის ომიდან ჯერ კიდევ არ გაგვიკეთებია დასკვნები და ის ჩვენთვის გაკვეთილი არ არის“, - განაცხადა გადამდგარმა გენერალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა, ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა სარდალმა, - ჩვენ სრულიად არ ვართ მზად ამისათვის... და ახლა ისინი [რუსები] ჩვენს ზღურბლთან არიან მოსულები“.

გენერალმა ხაზი გაუსვა, რრომ ევროპას ამჟამად მრავალიარუსიანი ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა ჭირდება - ისეთი, რომელიც დროულად შეაფასებს მოწინააღმდეგის შეტევის მასშტაბს და სწრაფად მონახავს რესურსებს მის საწინააღმდეგოდ. „ისე არ უნდა გამოვიდეს, როგორც პოლონეთში მოხდა - იაფფასიანი დრონების ჩამოსაგდებად ძვირადღირებული ავიაგამანადგურებლები F-35-ები იქნა გამოყენებული. „პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა რეპეტიცია იყო, რომ შემოწმებულიყო - როგორი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა გვაქვს და როგორი იქნებოდა ჩვენი რეაქცია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომრუსული დრონის შეჭრას „წინასწარგანზრახული იერიში“ უწოდა, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა: „პროვოცირება და შემოწმება“. „მოსკოვი წინასწარგანზრახულად აღვივებს ესკალაციას, რომელიც არავის არ უნდა, - თქვა გვიდო კროზეტომ, - „აშკარაა, რომ კრემლი არ არის დაინტერესებული არც დაზავებით და არც მშვიდობის დამყარებით“.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, დაახლოებით 19 უპილოტო საფრენი აპარატიდან, რომლებიც პოლონეთის საზღვარი დაარღვიეს და მის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, მხოლოდ 4 იქნა ჩამოგდებული, რომლებიც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათი უმეტესი ნაწილი ე.წ. „ხაფანგებს“ ანუ შეუიარაღებელ დრონებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იყენებს - ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის დასაბნევად და დასასუსტებლად. იმ დროს, როცა უკრაინელი მეზენიტეების ყურადღება დრონებით არის დაკავებული, მათ უკან უკვე რაკეტები მოფრინავენ.

ნატომ აღიარა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ძალიან სუსტ ადგილად ითვლება და მისი განმტკიცებისათვის ინვესტიციებია აუცილებელი. ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ მაღალ დონეზე შეაფასა „ნატოს ოპერატიული რეაგირება და პირობა დადო, რომ ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი მკაცრად იქნება დაცული“.

როგორც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა „ფაინენშელ თაიმსის“ ჟურნალისტს, რუსული დრონების უმეტეს ნაწილს „ჰერბერები“ წარმოადგენდნენ - ირანული დრონები, „შაჰედების“ მსგავსი, რომლებსაც საბრძოლო შეაიარაღება არ აქვთ და მხოლოდ მისატყუებელ სამიზნეებად გამოიყენებიან.

პოლონელი პოლიტიკოსები ეჭვობენ, რომ შორს არ არის ის დღე, რომ ქვეყნის სივრცეში უკვე შეიარაღებული დრონები შეიჭრებიან და ეს ყველაფერი შემთხვევითობა კი არ არის, არამედ სპეციალურად იყო ჩაფიქრებული. „ერთი ან ორი დრონის შემოფრენა, რასაც აქამდე ვხედავდით, შეიძლება შეცდომა იყოს, მაგრამ ერთბაშად 19 დრონის მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა შეცდომა არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრო ექსპერტმა.

თავისი შეშფოთება გამოხატა გერმანიამაც: როგორც თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს „პეტრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც პოლონეთის საზღვართან ახლოს არიან განლაგებულები. „ეს ინციდენტი ჩვენთვის ჭკუის სასწავლი უნდა იყოს იმისთვის, რომ გვახსოვდეს - ჩვენ მუდმივად ვართ პროვოკაციების საფრთხის ქვეშ რუსეთის არმიის მხრიდან“, - თქვა მინისტრმა პარლამენტში ყოფნისას.

ანალიტიკოსების თქმით, მიმდინარე წელს ბელარუსის ტერიტორიაზე დაწყებულ რუსულ-ბელარუსული ერთობლივ სამხედრო წვრთნებს კოდური სახელწოდებით „ზაპადი“, სამი მიზნის მიღწევა აქვთ დაგეგმილი: პირველი - ესაა ნატოს რეაქციის შემოწმება რუსეთის პროვოკაციებზე (მაგალითად, დრონების შეჭრაზე), მეორე - უკრაინაში წარუმატებლობის მიუხედავად, მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რუსეთის არმია ისევ დიდ ძალას წარმოადგენს და აიძულოს ნატოს წევრი ბალტიისპირა ქვეყნები, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრებიან, მუდმივად შეშფოთებულნი იყონ.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს თავიანთი რიტორიკა გააქტიურეს ნატოელი მეზობლების წინააღმდეგ და ისინი მოსკოვის მიმართ ბოროტგანზრახვებში დაადანაშაულეს, რათა საკუთარი აგრესიული მოქმედება გაამართლონ. ასე იქცევა მაგალითად, ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც ფინეთი რუსეთის მიმართ „ავ ზრახვებში ამხილა“, ხოლო ნიკოლაი პატრუშევმა - ყოფილმა მზვერავმა და ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა თანაშემწემ - დასავლეთი ჰიბრიდული ომების მომზადებაში დაადანაშაულა.

როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია „ომის მდგომარეობას“ არ წარმოადგენს, ის მაინც ყველაზე უფრო საშიშია იმ ინციდენტებთან შედარებით, რომლებიც დღემდე მომხდარა: „ეს შეტევა ნატოში განხეთქილების შეტანას და ეჭვების დათესვასაც ემსახურება. ჩვენ ყველაფერზე მკაცრი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ „არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, ნუ იძაბებით და არ შეგეშინდეთ“, უნდა ვუთხრათ, რომ თვითდამშვიდებას ნუ მიეცემიან“.

ლიეტუვას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსული დრონების შეჭრა კრემლის დივერსიის მცდელობას წარმოადგენს, რომელსაც რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში მიმართავს: „რუსები აქტიურად ცდილობენ დასავლური ერთიანობისათვის ძირის გამოთხრას და განხეთქილების შეტანას. ისინი ამოწმებენ როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე მთლიანობაში ალიანსის მზადყოფნას, რომ მოსახერხებელ დროს ისარგებლონ და უფრო ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელონ მოსახლეობის დასაშინებლად. შესაძლოა ეს მოხდეს არა მარტო პოლონეთის, არამედ, ვთქვათ, რუმინეთის, ან ლიეტუვის მიმართაც“, - თქვა ექს-მინისტრმა „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბრის დროს.

 

წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა
რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე
"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times
"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post
"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph
"ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ "სამრეწველო გადაიარაღებას",მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს"-Politico
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC