"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა

რუსეთის ერთ-ერთმა მთავარმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, ინტერვიუ მისცა „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) კორესპონდენტს კატერინა ანდრეევას, რომელიც გამოქვეყნებულია BBC-ის ვებ-საიტზე სათაურით: „როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი“.

ეს ინტერვიუ არის ალა პუგაჩევას პირველი ვრცელი საუბარი ჟურნალისტთან მას შემდეგ, რაც იგი რუსეთიდან საზღვარგარეთ წავიდა, უკრაინასთან ომის გაპროტესტების გამო.

3,5-საათიანი ინტერვიუს მთავარ თემაა მომღერლის დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და საერთოდ, იმ ყველაფერთან, რაც რუსეთში ხდება. ალა პუგაჩოვა განმარტავს საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებს, საუბრობს ახლობლებზე, სხვადასხვა დროის პოლიტიკოსებზე, თავისი ქმრებზე და პირად ურთიერთობებზე. „და ეს, საუბარი ხალხისათვის დოკუმენტად დარჩეს ჩემს შესახებ“, - ასეთი სახით ჩამოაყალიბა ინტერვიუს მიზანი მომღერალმა.

როგორც ცნობილია, ალა პუგაჩოვამ და მისმა ამჟამინდელმა ქმარმა მაქსიმ გალკინმა, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა თავისი პოზიციის გამო, რუსეთი უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ალა პუგაჩოვამ ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა, რომ ქმრის მსგავსად, „უცხოეთის აგენტად“, ისიც გამოეცხადებინათ, მაგრამ კრემლმა მისი თხოვნა უყურადღებოდ დატოვა.
როგორც მომღერალი ამბობს ჟურნალისტთან საუბარში, საზღვარგარეთ წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება თანდათან მომწიფდა. როცა მან რუსეთის ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მას შეატყობინეს, რომ „შენთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს სერგეი კირიენკოს სურს საუბარიო“. ალა პუგაჩოვა შეხვდა და ესაუბრა. კირიენკომ უთხრა, რომ თავი შეეკავებინა, ნუ იღელვებდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ არ გასულა ორი დღე და მაქსიმ გალკინი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.

როცა ბავშვები სკოლაში წავიდნენ, მათ თანაკლასელებმა ყვირილი და ბულინგი დაუწყეს - „თქვენი მშობლები ჯაშუშები არიან“. ზუსტად ისე, როგორც ანატოლი რიბაკოვის რომან „არბატის შვილებშია“, 1930-იანი წლების რეპრესიების დროს ხდებოდა.

როცა რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმა მიაყენა კიევის ბავშვთა საავადმყოფოს 2024 წლის ივლისში, ალა პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უფალი მომთმენია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი“.

„მუხლებში უკვე ცოტა სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ხელები ჯერ კიდევ მაგრად მაქვს, არ მიკანკალებს“, - ამბობს ინტერვიუში ალა პუგაჩოვა საკუთარ თავზე, რომელსაც აშკარად მხედველობაში აქვს არა იმდენად თავისი ჯანმრთელობა და ასაკი, რამდენადაც მტკიცე განწყობა - თქვას და დაწეროს ის, რასაც ფიქრობს და როგორც საჭიროდ თვლის.

„არსებობს სინდისი, რომელიც დიდებაზე და ქონებაზე, ყოველგვარ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასია“, - ამბობს ალა პუგაჩოვა, - „იცით, პატრიოტიზმი რა არის? როცა სამშობლოს ეტყვი, რომ ის მართალი არ არის“.

რა თქმა უნდა, ხანგრძლივი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი ალა პუგაჩოვას მოგონებებია ესტრადაზე გამოსვლებისა და მუსიკის შესახებ. იგი კოლეგა მომღერლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოველთვის აქვს სიმპათია ტატიანა ბულანოვას მიმართ, უყვარს მანიჟა და ნადეჟდა კადიშევა, რომლებსაც ამჟამად შემოქმედების რენესანსის ეტაპი აქვთ.

ალა პუგაჩოვას კომპლიმენტები მხოლოდ მომღერალ შამანის მიმართ არ უთქვამს, თუმცა არა იმიტომ, რომ მისი მუსიკა და ტალანტი არ მოსწონს, არამედ უფრო იმიტომ, რომ შამანის პირადი პოზიციები მისთვის მიუღებელია (როგორც ჩანს, პუგაჩოვა გულისხმობს შამანის მხარდაჭერას რუსეთის ხელისუფლებისა და უკრაინის ომის მიმართ).

მომღერალი ამბობს, რომ მას ძალიან სძულს, როცა „პრიმადონას“ ეძახიან. „პრიმადონა ჩემი სიმღერის სახელია, მე კიდევ ქალი ვარ, რომელიც მღერის“, - ამბობს იგი, თან ეღიმება, - თუმცა ერთ-ერთ ჩემს სიმღერასაც ასეთი სახელი აქვს“.
ალა პუგაჩოვა იხსენებს, რომ თავის დროზე იგი ვლადიმერ პუტინის ფანატი იყო და პრეზიდენტს ყველაფერში მხარს უჭერდა: „თავდაპირველად იგი საოცრად მართლად და სწორად ლაპარაკობდა, უკრაინის შესახებაც კი. ზოგჯერ მეჩვენებოდა კიდეც, რომ იგი ჩემს ფიქრებს და აზრებს აჟღერებდა... მაგრამ „კურსკის“ ტრაგედიის შემდეგ პოზიცია თანდათან შევიცვალე“.

ალა პუგაჩოვამ, როცა თავის თაყვანისმცემლებს მიმართა, ცრემლები ვერ შეიკავა: „დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და პატივისცემისათვის, რასაც ჩემს მიმართ ამჟღავნებთ და ყველგან ჩემს გვერდით ხართ, სადაც არ უნდა იყოთ“.
მომღერალმა იმავდროულად გაკვირვება გამოხატა რუსეთში მყოფ თაყვანისმცემლების მიმართ: „მიკვირს, იქ როგორ ცხოვრობენ... თავიანთი ისტორია არ იციან, მაგრამ წარსულით მაინც ამაყობენ... ცუდი სამედიცინო მომსახურებაა, მაგრამ იმ ცუდითაც ამაყობენ“.

„ისწავლეთ კარგისადმი სწრაფვა, სიკეთისადმი, სილამაზისადმი... არაფერს არ დაანგრიოთ, პირიქით, უნდა აშენოთ. მშვიდობისათვის უნდა ილოცოთ და ომით არ უნდა დატკბეთ“, - ამბობს ალა პუგაჩოვა. ინტერვიუს დასასრულს მან ირონიულად გაიხსენა საბჭოთა ანეკდოტი: „მთავრობამ ყველას უბრძანა მოსკოვში წითელ მოედანზე შეკრებილიყვნენ თავის ჩამოსახრჩობად. მოსახლეობას მხოლოდ ერთი კითხვა გაუჩნდა: „თოკი წამოვიღოთ თუ ადგილზე მოგვცემენ?“.


წყარო:





მსგავსი სიახლეები
"დონალდ ტრამპის მუქარების მიუხედავად, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის კავშირების განმტკიცება მოწმობს ისეთი ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას, რომელშიც თამაშის წესებს უკვე დასავლეთი აღარ ადგენს"-L’Espresso
"სხვისი საკუთრების ანექსირება ყოველთვის დასაძრახი საქციელია - იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისა თუ მეზობლის ბაღის რამდენიმე სანტიმეტრის მითვისება"-The Daily Telegraph
"როცა სამშობლოს ეუბნები, რომ ის მართალი არ არის, სწორედ ესაა პატრიოტიზმი"-ალა პუგაჩოვა
რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ მოქმედი, ყველამ დაიმახსოვროს, რომ ქრთამის აღება იქნება, თანხის მითვისება თუ გაფლანგვა, კანონის წინაშე ყველანი აგებენ პასუხს -არჩილ გორდულაძე
"როგორია ვლადიმერ პუტინის გეგმები ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის მიმართ? -Financial Times
"რუსი და უკრაინელი ექსპერტების აზრი: რა მოხდება ომის მსვლელობაში? ორივე მხარის სტრატეგიის თანახმად, საბრძოლო მოქმედებების დასრულება ჯერ შორს არის"-The Washington Post
"ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებმა თავისი ციკლი დაასრულა: დიდი ხმაურისა და გამალებული დიპლომატიის შემდეგ ყველაფერი იქ დაბრუნდა, საიდანაც დაიწყო"-The Daily Telegraph
"ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: საქართველოში არსებული სკანდალური მაღაროს ექსპლოატაცია ხელს უწყობს ახალ ევროპულ "სამრეწველო გადაიარაღებას",მაგრამ არღვევს შრომის უსაფრთხოების დაცვას და ზიანს აყენებს გარემოს"-Politico
"ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს"-Financial Times
"ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს"-Berliner Zeitung
"ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში"- Financial Times
"პუტინს სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს გლობალურ არენაზე: ევრაზიის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ენთუზიაზმით ხვდებიან, იზოლაციის გარღვევაში კი მას დონალდ ტრამპი დაეხმარა"-The New York Times
"რატომ მიიწვია ჩინეთმა შერჩევით სამხედრო აღლუმზე დამსწრე ქვეყნები - აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერები ჩინეთში არიან, საქართველოს ლიდერი კი - არა"
"პუტინი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჩინეთში ჩავიდა. რას უნდა ველოდოთ მისი ვიზიტისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტისაგან" -BBC
"პუტინის მიერ დაწყებული ომი საშინელია, მაგრამ რუსული კულტურის უარყოფა არასწორია"-"ვუდი ალენის პასუხი უკრაინის განცხადებაზე -The Guardian
"პუტინი დონალდ ტრამპს პროვოკაციებს უწყობს. სახიფათო ის არის, რომ ტრამპისთვის სულ ერთია"- The Daily Telegraph
"ბრიტანეთს ჩერჩილი ჭირდება, მაგრამ მის ნაცვლად სტარმერი ჰყავს: პრემიერ-მინისტრმა აქტიურად უნდა მოახდინოს რეაგირება სახიფათო გეოპოლიტიკური ლანდშაფტის მიმართ"-The Daily telegraph
"ექვსი დასკვნა ტრამპისა და პუტინის შეხვედრიდან"-The New York Times
"ტრამპის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგაზე ალასკაში ზეწოლა მოახდინა"- ევროპელ ლიდერებსაც იგივე აქვთ განზრახული" -The Independent
"პუტინ-ტრამპის ალასკური შეხვედრის ექო მსოფლიო პრესაში"-BBC