ჯო უილსონის მიზანია, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები ამისკენ არის მიმართული -გია ვოლსკი
ჯო უილსონს ერთი აზრი და მიზანი აქვს, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია, გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს“.
„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ტრამპი ლანძღა და მიწასთან გაასწორა, ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა და ახალ ვითარებაში განახლდა. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელშიც, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე მეტი კრიტიკა წამოვიდეს და ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს, სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს. გამორიცხულია, ასეთი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება. რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული რომც იყოს, ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება, რადგან მსოფლიოში კონიუნქტურა იცვლება. „ნაცმოძრაობა“ ომის გაგრძელებაზე „ჩალიჩობს“, ჩვენ კი, ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც საქართველო თავისი მცირე რესურსებით შვებით ამოისუნთქავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.
მსგავსი სიახლეები
ჯო უილსონის მიზანია, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები ამისკენ არის მიმართული -გია ვოლსკი
"ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ"- პრეზიდენტი მმართველ გუნდს
"სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი" - ლაშა ფურცხვანიძე
ნიკა ამაშუკელი - "რჩეული"
დავით ყიფიანი - "რჩეული"
იოანე ნათლისმცემელი - "ფრაგმენტები" რუსუდან ძნელაძესთან ერთად
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა - ვიდეო
ბასკები - „საქართველოს ისტორიის გაკვეთილები“
პირველი მზიურელები - "რჩეული"
კახი კავსაძე - „რეტრო ფრაგმენტები“
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი- "რჩეული"
გურამ საღარაძე - "რჩეული"
მიხეილ ჯავახიშვილი და სასულიერო პირები - „არქივის უცნობი ისტორიები“
ფრანგული ჯარის მშრალი კვება N1 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
"რჩეული" - გურამ წიბახაშვილი
ქართული ჯარის მშრალი ულუფა N6 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ვინ მოკლა ილია? - „არქივის უცნობი ისტორიები“
კრწანისის ბრძოლა - "ფრაგმენტები რუსუდან ძნელაძესთან" ერთად
აკაკი კვანტალიანი - „რეტრო ფრაგმენტები“
გივი ბერიკაშვილი - „რეტრო ფრაგმენტები“