"სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი" - ლაშა ფურცხვანიძე

ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი მაინტერესებს, იმიტომ კი არა, რომ მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე „გრინსერვის პლუსის" ბრალდებულმა დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, მისი დიდი სურვილია, ეს ტრაგედია გამოიძიონ.

 

„დღეს თქვენს წინაშე, როგორც ბრალდებული, ისე ვიმყოფები, რომელსაც პროკურატურა იმ ტრაგედიას მედავება, რასაც 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ბრალად მდებენ იმას, რომ შეცნობილად, წინასწარი განზრახვით, 150-ლარიანი რელეს დაზოგვის გამო, შევიწირე ამ ბავშვის სიცოცხლე და ცდილობენ, საზოგადოების წინაშე ჩემ უსაზიზღრეს დამნაშავედ გამოყვანას. მე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, შეგიძლიათ ბრალი დამდოთ მრავალ ცოდვაში, მაგრამ რასაც თქვენ ასე უნიჭოდ ცდილობთ დამაბრალოთ, ვერ დამაბრალებთ. ჩვენს თხოვნებზე, რეალურად გამოგეკვლიათ, ტრაგედიის რეალური გამომწვევი მიზეზები, თქვენ აბსოლუტურად არაფერი გაგიკეთებიათ. მე პირადად, მაინტერესებს ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, იმიტომ კი არა, მეშინია ციხეში არ ჩამსვან, არამედ იმიტომ, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი. თქვენ მხოლოდ ის გაინტერესებთ, ფორმალურად დამიმტკიცოთ თქვენ მიერ გამოგონილი ბრალდება. რაიმე მაინც გამოიძიეთ ამ ტრაგედიაში რეალური, ვინაიდან თითქმის, 6 თვეა, ვრწმუნდები, რომ თქვენი მიზანია, რომ იმ 8 ადამიანიდან, რომელიც ჩემთან ერთად გაუშვით გლდანის ციხეში, რომელიმე გატყდება და აღიარებს დანაშაულს. დაპირებები არ მიყვარს, მაგრამ იმას გპირდებით, რომ ამ ოცნების კოშკებს ტყუილად აშენებთ. ეს ტრაგედია, რაც მოხდა, ჩემთვის ნამდვილად საშინელებაა, თქვენთვის მხოლოდ ფორმალური გარემოებები. დიდი სურვილი მაქვს, გავიგო, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია, მაგრამ სამწუხაროდ თქვენი უმოქმედობა არანაირ იმედს არ მაძლევს, რომ ოდესმე რამეს გავიგებ. გისურვებთ, წარმატებით ჩაგეტარებინოთ ეს წარმოდგენა, მე კი ჩემის მხრივ, გეტყვით, რომ იოტისოდენადაც არ მეშინია ბრალდების და სასჯელის. ღმერთია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ამ უდანაშაულო 8 ადამიანის მსაჯული და არა თქვენ",- განაცხადა ფურცხვანიძემ.

 

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).





მსგავსი სიახლეები
"ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ"- პრეზიდენტი მმართველ გუნდს
"სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი" - ლაშა ფურცხვანიძე
ნიკა ამაშუკელი - "რჩეული"
დავით ყიფიანი - "რჩეული"
იოანე ნათლისმცემელი - "ფრაგმენტები" რუსუდან ძნელაძესთან ერთად
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა - ვიდეო
ბასკები - „საქართველოს ისტორიის გაკვეთილები“
პირველი მზიურელები - "რჩეული"
კახი კავსაძე - „რეტრო ფრაგმენტები“
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი- "რჩეული"
გურამ საღარაძე - "რჩეული"
მიხეილ ჯავახიშვილი და სასულიერო პირები - „არქივის უცნობი ისტორიები“
ფრანგული ჯარის მშრალი კვება N1 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
"რჩეული" - გურამ წიბახაშვილი
ქართული ჯარის მშრალი ულუფა N6 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ვინ მოკლა ილია? - „არქივის უცნობი ისტორიები“
კრწანისის ბრძოლა - "ფრაგმენტები რუსუდან ძნელაძესთან" ერთად
აკაკი კვანტალიანი - „რეტრო ფრაგმენტები“
გივი ბერიკაშვილი - „რეტრო ფრაგმენტები“
"თიხა" - "ფრაგმენტები" რუსუდან ძნელაძესთან ერთად