ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით -არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი

ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მრავალი პროექტის განხორციელება.

„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, დადასტურება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. შემდგომში ამას კიდევ დაამტკიცებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც არის პრიორიტეტული ორ ქვეყანას შორის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებების მიხედვით პარტნიორობის განვითარებას, რომელსაც  სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის გაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა.





მსგავსი სიახლეები
,,სამწუხაროა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ყოველთვის ჩანს უკრაინის სპეცსამსახურების ხელი''- ირაკლი ქადაგიშვილი
6 დეკემბერს იტალიის ქალაქ პალმა დი მონტეკიაროში, ჰერცოგების ისტორიულ სასახლეში, ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
"ფარას"კანონი იძლევა საშუალებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ-ირაკლი ქადაგიშვილი
,, ჩვენ რომ თუთიყუშის ოპოზიცია გვყავდა, ეს დიდი ხანია, ვიცოდით, მაგრამ BBC-ი თუ თუთიყუშის მედია გახდებოდა, არ გვეგონა''- იონათამიშვილი
,კამიტი არის მომაკვდინებელი, ეს ხალხი ცოცხალია, დავასრულეთ'' - მაია ნიკოლეიშვილი
მართლაც მნიშვნელოვან საგამოძიებო კომისიაში გახარიას პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო, ახლა კი სურთ, შექმნან კომისია, რომელიც უნდა იძიებდეს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა-გურამ მაჭარაშვილი
"რას ამტკიცებს BBC-ს სტატია? -არჩილ მარშანია
" ამჟამად სომხეთის შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 37 პროცენტია"- კაია კალასი
იაგო ხვიჩია - „ბიბისი“ ამბობს, რომ „კამიტი“ ნაყიდია „ნაცების“ დროს, „ქოცებს“ რომ დაუმტკიცდეთ „კამიტის“ გამოყენება, საჭიროა, „ნაცებმა“ აღიარონ 2009 წელს მისი ყიდვა
კვლევაში არც ქიმიურ იარაღზე გვითქვამს არაფერი, არც მოწამვლაზე, კლინიკური ანალიზია''- გიორგი ჩახუნაშვილი
The Hill: სენატის უმრავლესობის ლიდერმა გასულ თვეს უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია „მეგობარი აქტი“
აქციები რაც მიმდინარეობს, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა, არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც მოწამვლასთან ასოცირებულ პრობლემას დაადასტურებდა -ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე
როცა იცი, ვის დაუსვა კითხვები, სწორ პასუხებსაც აუცილებლად მიიღებ - თიბისი, ბიზნესების მხარდასაჭერად, ახალ კამპანიას იწყებს
დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში
,,რუსეთი ევროპასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, ჩვენ მზად ვართ ახლავე''- ვლადიმირ პუტინი
,,ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი''- გივი მიქანაძე
სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება -პრემიერი
აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე
არ შეიძლება, პოლიტიკა იყოს ყველა კრიმინალის თავშესაფარი ამ ქვეყანაში-ირაკლი კობახიძე
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის სტატუსი -დავით მირცხულავა