სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე

ჩვენ განვსაზღვრეთ შვიდი ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა შვიდი ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს.

„რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადგან კონცენტრაცია არის დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით.

„განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება. რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება, ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება, ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





მსგავსი სიახლეები
სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე
ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი - „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა
აშშ ჩინეთს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 ოქტომბერს
თუ იმ რაოდენობის ადამიანი არ შეგროვდება, რომ ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ - იქნება კანონის აღსრულება! -თენგიზ შარმანაშვილი
"ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა''- შს მინისტრი
არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება -მიხეილ ყაველაშვილი
დღეს არის დიდგორი, სცენიდან წავიკითხავთ დეკლარაციას და ხელისუფლება იმ წუთიდან ხალხის ხელში იქნება -პაატა ბურჭულაძე
წელიწადია, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად -ბიძინა ივანიშვილი
მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მოვიდნენ არჩევნებზე, ასევე მივმართავთ ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას -ცესკო
 დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები ხვალ გააკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, თითოეული მუნიციპალიტეტის წინსვლასა და განვითარებას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს-ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ელჩი პირდაპირ ჩართეს რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივებაში, რაც ძალიან სამწუხარო და დასანანია -ირაკლი კობახიძე
სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის მიდგომა, რომ დიპლომატები უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა მოქმედი პირი და აქტორი შიდა პოლიტიკაში -შალვა პაპუაშვილი
ბედნიერი ვარ საქართველოში ჩემი ვიზიტით, ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით -არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა - ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლევან ხაბეიშვილი აკეთებდა მოწოდებებს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით, არცერთი ამ ტიპის დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე -კახა კალაძე
კანონს ვინც დაარღვევს, ყველა აგებს პასუხს, ეს ვრცელდება ყველაზე, ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებზე, პოლიტიკაში მყოფ პირებზე, არ აქვს მნიშვნელობა - ირაკლი კირცხალია
FBI ინფორმაციისთვის, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავის დაკავებაში დაეხმარებათ, 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა