გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენს თითოეულ ხმას და კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ-კახა კალაძე

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით, ვიყო თქვენს სამსახურში, რათა ყველა დაპირება რეალობად ვაქციოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ.

მისივე თქმით, პატივია, მესამედ ატარებდეს თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს.

„მოგესალმებით, მეგობრებო, უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია, ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო. გამარჯვება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის - ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის.

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით, ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის. შესაბამისად, დღეს თქვენ წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები: გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ", - აღნშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე, მიმდინარეობს „მარჯანიშვილისა" და „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელების პროექტირება.

„არჩევნებიდან მეორე დღესვე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია.

ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე. თბილისთან ახლოს მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დედაქალაქისთვის.

როგორც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში თბილისის მეტროს დაემატება 111 ახალი, თანამედროვე სტანდარტის ვაგონი, რაც გულისხმობს 25 მატარებელს, მათ შორის 14 ერთეული  იქნება 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი. თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე დასრულდა ტენდერი ახალი, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-თი გრუპი".

დაწყებულია მეტროსადგურების - „მარჯანიშვილისა" და „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელების პროექტირება. სასიამოვნო სიახლეა საბაგირო გზების განვითარების პროექტიც. კერძოდ, როგორც უკვე დავაანონსეთ, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა" და ზღვის უბნის, ასევე, მეტროსადგურ „ისნისა" და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა", - განაცხადა კალაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ჩვენი პარტიის პოზიციაა, არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში, არამედ პატივი ვცეთ მას''- პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი
გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენს თითოეულ ხმას და კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ-კახა კალაძე
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - ცერნის (CERN) მეცნიერებს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი იუნესკო-ს გენერალურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
„ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში
,,ვრცელდება მცდარი ინფორმაციის შემცველი გზავნილები''- შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ - მთავრობის ახალ შემადგენლობას დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის
28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
,, უსამშობლოების ნაკარნახევ და იუკნევიჩიენეს მიერ დაორგანიზებულ სამიტში მონაწილეობას არ მივიღებთ''- ირაკლი კირცხალია ევრონესტზე
საფრანგეთში ყოფილმა ქმარმა ქართველი ქალი მოკლა
27 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
აშშ და ჩინეთი ვაჭრობის ჩარჩოს შესახებ შეთანხმდნენ
ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლუვრის გაძარცვის საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს
26 ოქტომბერის ამინდის პროგნოზი
,,შვედეთის სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის მსჯავრდებულ მიგრანტს ქვეყანაში დარჩენის ნება მისცა''- Economictimes
26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
26 ოქტომბერს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული აღინიშნება
25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი