ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა-ირაკლი კობახიძე
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Tal-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს მიმართ მზარდ ინტერესზე ჩინეთის მხრიდან და აღნიშნა, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის.
„ჩვენ ვცდილობთ, დამთვალიერებელს ჩვენი საუკეთესო მხარე ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, საქართველო ცნობილია სხვადასხვა სახის პროდუქციით და მათ შორის ღვინო ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში და გვიხარია, რომ ღვინის ექსპორტი ჩინეთშიც იზრდება. საქართველო ღვინის აკვანია. პირველად, ღვინო საქართველოში 8000 წლის წინ დაამზადეს. ასე რომ, დამთვალიერებელს საქართველოს ამ სიამაყეს წარმოვუდგენთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ქვეყნით, ჩვენი ულამაზესი ლანდშაფტებითა და ბუნებით. გვიხარია, რომ ჩინელი ტურისტების რიცხვი საქართველოში იზრდება. ვფიქრობ, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო საინტერესო დანიშნულების ადგილი გახდება ჩინელი ტურისტებისთვის. ვფიქრობთ, მეტი პირდაპირი ფრენა უკეთესად შეუწყობს ხელს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის ურთიერთობებს. ასე რომ, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუდმივად იზრდება მაჩვენებლები ყველა სხვადასხვა სფეროში, როდესაც საქმე იმპორტსა და ექსპორტს ეხება. რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელსაც ხელი 2018 წელს მოეწერა, ხელი შეუწყო ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობას. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ფორუმს ასევე დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის, სავაჭრო თუ ეკონომიკური ურთიერთობის ზრდაში და ჩვენ გვსურს, რომ ეს შესაძლებლობა მომავალშიც გამოვიყენოთ. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა. ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის", - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი
"დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ ''- გიორგი სოსიაშვილი
სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება -პეტერ ფიშერი
ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი, ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ -შალვა პაპუაშვილი
90-იანი წლებიდან პირველად ქუჩაში ფაქტობრივად დაგვიდგეს ვირტუალური ომი, 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა და ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი-შალვა პაპუაშვილი
"ნაცობა" არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას, 21-ე საუკუნეში დღისით, მზისით ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ სამშობლოს და ჩანაწერებიც ამის მანიშნებელია-შალვა პაპუაშვილი
მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის -ირაკლი კობახიძე
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა-ირაკლი კობახიძე
,, ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს''- სალომე ზურაბიშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია