ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი, ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ -შალვა პაპუაშვილი
დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კონფრონტაციული ტონის საპასუხოდ, ბრიუსელსაც მოუწევს ქართველი ხალხის დასაბუთებული შეფასებების მოსმენა.
„ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი, ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი. საქართველოს შეფასების ასეთი გეგმა ჰქონდა საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხუთწლედების გეგმებს გვისახავდა, ახლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან, ხან რა გეგმებს გვისახავენ. მთავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია საერთაშორისო წესრიგი, არის სხვა ხალხთა სუვერენიტეტის პატივისცემა. ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართველ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ესტონეთის თუ სხვა ქვეყნის მიერ არჩეული ადამიანი გვესაუბრება ჩვენ, ქართველებს, ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება იყოს? ჩვენ გვაქვს ჩვენი შეფასებები ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და კიდევ ბევრს ვისაუბრებთ. რახან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციულ ტონი და ქართველი ხალხისთვის კურატორისა და მეურვის შეთავსება, ქართველი ხალხისგანაც მოისმენენ მათი საქმიანობის ძალიან დასაბუთებულ შეფასებას. ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
„ადამიანურად ჩვენთვისაც მძიმეა იმის ხილვა, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთ ნაბიჯებს დგამენ''- ლევან მახაშვილი
"დიდი სცენარი იყო დაწერილი საქართველოს წინააღმდეგ ''- გიორგი სოსიაშვილი
სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება -პეტერ ფიშერი
ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი, ბრიუსელი დღეს სრულად ასცდა ევროპულ ღირებულებებს და მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ -შალვა პაპუაშვილი
90-იანი წლებიდან პირველად ქუჩაში ფაქტობრივად დაგვიდგეს ვირტუალური ომი, 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა და ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი-შალვა პაპუაშვილი
"ნაცობა" არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას, 21-ე საუკუნეში დღისით, მზისით ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ თავიანთ სამშობლოს და ჩანაწერებიც ამის მანიშნებელია-შალვა პაპუაშვილი
მთავრობამ ახლახან დაიწყო მუშაობა ყოვლისმომცველი ათწლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ის იქნება მაღალი ხარისხის გზამკვლევი საქართველოს განვითარებისთვის -ირაკლი კობახიძე
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა-ირაკლი კობახიძე
,, ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს''- სალომე ზურაბიშვილი
შვიდი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
,,აბსურდულია, საქართველოს დააბრალო გაწევრიანების პროცესის შეჩერება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა''- მაკა ბოჭორიშვილი
,,7 ნოემბრი - ეს არის თარიღი, რომელიც ქართველმა ხალხმა სააკაშვილს არ აპატია''- სოზარ სუბარი
,,საკუთარ ქვეყნებში გვანახონ მაგალითი, როგორ ხდება. რასაც ჩვენი უსამშობლოები აკეთებენ, ამაზე ალბათ დახვრეტას მიუსჯიდნენ''- ირაკლი ზარქუა
2024 წლის ივნისში უკვე გვქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე - ანიტა ჰიპერი
ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამერიკული "ფარას" ანალოგიურ კანონზე რუსულის თქმა უკვე მილევადია, სასაცილოც გახდა, ბევრი ქვეყანა ფიქრობს, სწორედ ასეთი კანონი მიიღოს -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ არაფერს ვაბრალებთ ევროკავშირს, ვსაუბრობთ ფაქტებით, რომ მათი მხრიდან გაწევრიანების პროცესის შეჩერება ჯერ კიდევ ივნისში გაცხადდა -მიხეილ ყაველაშვილი
ჰერჩინსკის წერილი ასახავს რეალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, კარგი გაკვეთილია, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი - გიორგი გაბუნია
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს, მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადოს სასჯელი-გიორგი გაბუნია