ხალხი ომით და ხარჯებით დაიღალა, უკრაინა თუ კორუფციულ ინციდენტებს მოითმენს, ომს წააგებს -დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკრაინის კორუფციულ სკანდალს ეხმაურება და აცხადებს, რომ კორუფციის მოთმენის შემთხვევაში უკრაინა ომს წააგებს.

„ფრთხილად იყავით კორუფციის მიმართ, ფრთხილად იყავით რუსული მოდელის მიმართ, რადგან თუ ასეთ ინციდენტებს მოითმენთ, ომს წააგებთ", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერის განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდეც გააფრთხილა, კორუფციასთან ყურადღებით ყოფილიყო, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებდა. დონალდ ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კორუფცია მოსკოვისთვის ყოველთვის ძლიერ არგუმენტს წარმოადგენდა.

„რუსებისთვის ეს ყოველთვის ძლიერი არგუმენტი იყო. ისინი ამბობდნენ: „როგორი სახელმწიფოა? ნუ მიიღებთ მას სერიოზულად. ეს ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოა". ევროპაშიც კი ზოგიერთი თვლის, რომ უკრაინა უფრო კორუმპირებულია, ვიდრე რუსეთი. მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ყურადღებით ყოფილიყო მის გარშემო კორუფციის ნებისმიერი, თუნდაც უმცირესი ნიშნის მიმართ, რადგან ეს მისი რეპუტაციისთვის გადამწყვეტია", - აღნიშნა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას და ამის გაკეთებას კვლავ გააგრძელებს, რადგან დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო პოლონეთის ინტერესებშია. თუმცა, დონალდ ტუსკის თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობები „სხვადასხვა პარტნიორის დარწმუნებას, იყვნენ უკრაინის მიმართ სოლიდარული, სულ უფრო რთულს ხდის".

„დღეს პროუკრაინული ენთუზიაზმი გაცილებით ნაკლებია როგორც პოლონეთში, ასევე მსოფლიოში. ხალხი ომით და ხარჯებით დაიღალა, რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერის ხელშეწყობა არც ისე ადვილია", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, დონალდ ტუსკის თქმით, შეცდომა იყო იმის მცდელობა, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი აღარ ყოფილიყო. თუმცა, მისივე თქმით, უკრაინამ მსგავსი მცდელობები შეწყვიტა.

„მათ უკან დაიხიეს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილი აქვთ, კორუფციაში ჩართული პირები პასუხისგებაში მისცენ. რძე დაიღვარა და ფასი, ასე თუ ისე, ძალიან მაღალი იქნება", - აცხადებს დონალდ ტუსკი.

 





მსგავსი სიახლეები
ხალხი ომით და ხარჯებით დაიღალა, უკრაინა თუ კორუფციულ ინციდენტებს მოითმენს, ომს წააგებს -დონალდ ტუსკი
ეკიპაჟის 20-ვე წევრის ცხედარი ნაპოვნია, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება და თვითმფრინავის ფრაგმენტები ნანახია, მიმდინარეობს ექსპერტიზა -გეკა გელაძე
,,არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა''- მიხეილ სარჯველაძე
,,ჰერჩისკის ჰგონია, რომ ბრიუსელი რასაც ვერ ბედავს ევროპული ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, საქართველოში გაუვა და ასე არაა''- დავით ქართველიშვილი
,, ვნახოთ რა დასკვნას გააკეთებენ ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები''- ირაკლი ჭეიშვილი
,,შეძრულები ვართ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის საქართველოში ჩამოვარდნით, რომლის შედეგადაც სამხედროები დაიღუპნენ''- ილჰამ ალიევი
საქართველოს მოსახლეობა არ ექვემდებარება შანტაჟს''- ირაკლი კირცხალია
საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს
,, რუსეთზე ზეწოლა არ არის საკმარისი და აუცილებელია მეტი სანქციის დაწესება''- ვოლოდიმირ ზელენსკი
დღეს ყარაბაღის და აღმოსავლეთ ზანგეზურის აღორძინება მიმდინარეობს, გათავისუფლებულ მიწებზე უკვე 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს -ილჰამ ალიევი
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს -ირაკლი კობახიძე
,,ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის საფასურს გადაიხდის''- ვოლოდიმირ ზელენსკი
8 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებები შევა
რა ეღირება დოლარი და ევრო 8 ნოემბერს
7 ნოემბერი მეფე ერეკლე მეორის დაბადების დღეა
გაგასაბოტაჟებთ მე თქვენ, "ქოცებო"- ნიკა გვარამია
რუსული მარცვლეულით დატვირთული მატარებელი, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, სომხეთში ჩავიდა -სომხური მედია
მოითხოვეთ საქართველოს მთავრობისგან გარანტიები, რომ USAID-ის ყოფილ თანამშრომლებს არ დასწამებენ ცილს ან არ გახდებიან სამიზნეები -ექვსი სენატორი და კონგრესმენი მარკო რუბიოს მიმართავს
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრები მუნთან დაკავშირებით ოფიციალურ უწყებებს მიმართავენ