აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ახალი მასალები გამოაქვეყნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები გამოაქვეყნა.

 

გამოქვეყნებული ფაილები დაახლოებით 300 000 გვერდს შეადგენს და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორ გამოძიებას ეხება.

 

მედიის ცნობით, გამოძიების შედეგად შეგროვებული იქნა დოკუმენტების დიდი რაოდენობა, მათ შორის დაზარალებულებთან და მოწმეებთან ინტერვიუების ჩანაწერები და ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეული ნივთები.

ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მსახიობი კევინ სპეისი ფიგურირებენ. ერთ-ერთ ფოტოსურათზე ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი მაიკლ ჯექსონიც არის.

ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.

 

გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რამე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერ არის აგორებული.

 

აღსანიშნავია, რომ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბრის შუა რიცხვებში კონგრესის მიერ მიღებულ კანონს მოაწერა ხელი.

 

კანონი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს გადასცეს კანონმდებლებს ეპშტეინის მასალები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო" არ ადევთ.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ევრობიუროკრატები როდესაც დარწმუნდებიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ -ლევან მაჭავარიანი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ახალი მასალები გამოაქვეყნა
მხოლოდ მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება გვაძლევს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესაძლებლობას – მარკო რუბიო
ევროპარლამენტთან ფერმერების აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამწვავდა -პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა
18 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
,,ევროპელებმა მიიღეს მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შეთანხმების ფარგლებში''- The Washington Post
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში''- პრემიერი
მარგუს ცაჰკნა - ევროპა აღარ უნდა მოიქცეს ბებერი, მსუქანი, ზარმაცი კატასავით, რომელიც ელოდება, რომ ვინმე სხვა დაიცავს ან რძეს დაუსხამს ჯამში
ნინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის
,,კარგი იქნებოდა, ომი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დასრულებულიყო''- ჩეხეთის პრემიერი
პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ქვეყანაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება
,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“
სიდნეიში, პლაჟზე, სადაც ხანუკას ზეიმობდნენ, ცეცხლი გახსნეს
პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ჟურნალმა "თაიმმა" 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა
ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან?