სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ოფიტარა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ასევე დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მსგავსი სიახლეები
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს "ილია ვტაროიდ", ხოლო საპატრიარქოს "ილია ვტაროის ოფისად" მოიხსენიებს
18 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვარის ამინდის პროგნოზი
კობა ლიკლიკაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს შეუერთდა
17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 იანვარის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდება -დავით სონღულაშვილი
ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა
16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა
15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი