„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში

 

ინტენსიური თოვის გამო გზებზე გარკვეული შეზღუდვებია. ცენტრალურ მაგისტრალებზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა მაღალმთიან ზონებში მოქმედებს სპეციალური რეჟიმები. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ორმოცაძემ განაცხადა, ასეთ ტერიტორიებზე მოძრაობა ნებადართულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით.

„უწყვეტი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ცენტრალურ გზებზე არცერთი მიმართულებით არ არის შეზღუდული მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. 24-საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღდგენილია ყველა მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მხოლოდ და მხოლოდ რჩება შეზღუდვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის, გუდაური-ფოსტა-კობის მონაკვეთზე. შეზღუდვები ასევე რჩება მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დაწესებული ალპანა-ცაგერის გზაზე, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, ორბეთის უღელტეხილზე და ბათუმი-ახალციხის გზაზე", - განაცხადა გიორგი ორმოცაძემ.

თოვლისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი- გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ.

„ჩვენს რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს სერვისების მიწოდების კუთხით. იწმინდება გზები, მუშავდება ტექნიკური მარილით. მგზავრთა უსაფრთხოების გამო მიღებულია მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება. რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზას - ვაზიანი-გომბორს, შეზღუდულია მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა და დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის", - განაცხადა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, პლატონ კალმახელიძემ.

„თბილსერვის ჯგუფის" დირექტორის განცხადებით, თბილისში თოვლის საფარისგან გზები გაწმენდილია. მისივე თქმით, როგორც ქალაქის ქუჩებში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე დაყრილია ტექნიკური მარილი. მობილიზებულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.

„დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდი საშუალებით გაიწმინდა გზები. გზებთან ერთად იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელები კიბეები და გაჩერებები. ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება. დღეს დილით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშრუტებზე გავიდა, ყველა ცენტრალური ქუჩა იყო გახსნილი, ხოლო 10:00 საათისთვის მეორე და მესამეხარისხოვანი გზები", - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, გიორგი პაპავამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ბათუმის ბულვარში მეპატრონესთან შეთანხმებით, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში
,, რა მჭირს ქვეყნის დასატოვებელი ან დასაჭერი? დასაჭერი რომ ვყოფილიყავი აქამდე მომხედავდნენ, ან ვინ სად გამიშვებდა?''- ირაკლი ხმალაძე
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს "ილია ვტაროიდ", ხოლო საპატრიარქოს "ილია ვტაროის ოფისად" მოიხსენიებს
18 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვარის ამინდის პროგნოზი
კობა ლიკლიკაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს შეუერთდა
17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 იანვარის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდება -დავით სონღულაშვილი
ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
2026 წლის 1 იანვრიდან, ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა