"ერთად დავძლიოთ აუტიზმი"-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი, პროექტ "ერთად დავძლიოთ აუტიზმის" ფარგლებში, ტრადიციულად, ნათლისღების დღესასწაულის მისალოცად შშმ ბავშვებს ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და ტკბილეულით გაახარა. ბავშვთა ნეირობალანსირების ცენტრში ,შშმ პატარებისთვის განსაკუთრებული დღესასწაული და ზეიმი გაიმართა. შემეცნებით-გასართობ ღონისძიებასთან ერთად პატარებმა საჭირო ინტეგრირებისთვის უამრავი საჩუქარი მიიღეს.
ეკა სეხნიაშვილი- აუტისტური და შშმ ბავშვთა უფლებადამცველი, ჟურნალისტი, "ერთად დავძლიოთ აუტიზმის"-ის პროექტის ხელმძღვანელი:"ყველამ განსაკუთრებულად უნდა გააცნობიეროს, შშმ პატარებს ჩვენგან მიმღებლობა და თანადგომა სჭირდებათ. ისინი საოცრად ნიჭიერები არიან , აღქმის უმაღლესი უნარებითა და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. საზოგადოებამ უნდა გაზარდოს მათი ჩართულობა სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის , რაც ბოლო დროს, საგრძნობლად გაიზარდა.
ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს. მათ შორისაა, "ინსი", "ანაგი", "ვესტ ინვესტი", "სანდომი", "ასკანელი ძმები" , "ალგანი" და ა.შ. მადლობა თანადგომისათვის : საკონდიტროთა ქსელ "გურმეს", "ფრესკოს", სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტას", "ეკო ბაღს", ჰიპერმარკეტების ქსელს "აგროჰაბს", "აისიარ ტრეიდის", საბავშვო ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ "გარფილდს",საკონდიტრო "მადარტს" და საკონდიტრო "ასორტს".
განსაკუთრებული მადლიერებით უნდა აღინიშნოს ნეირობალანსირების ცენტრის ჩართულობა და მზაობა მისივე ბენეფიციარების თანადგომისა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული გარემოს შესაქმნელად.
პ.ს. ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. აუტიზმი დაძლევადია და ერთად ყველაფერს შევძლებთ! .



მსგავსი სიახლეები
გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
"ერთად დავძლიოთ აუტიზმი"-უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი შშმ ბავშვთა მხარდასაჭერად
ბათუმის ბულვარში მეპატრონესთან შეთანხმებით, კიდევ ერთი ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
„ყველა პერიმეტრზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას“ - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში
,, რა მჭირს ქვეყნის დასატოვებელი ან დასაჭერი? დასაჭერი რომ ვყოფილიყავი აქამდე მომხედავდნენ, ან ვინ სად გამიშვებდა?''- ირაკლი ხმალაძე
ფაშისტური დაჯგუფების წევრებს პატიმრობა შეეფარდათ
"ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი სევდია უგრეხელიძე პატრიარქს "ილია ვტაროიდ", ხოლო საპატრიარქოს "ილია ვტაროის ოფისად" მოიხსენიებს
18 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ლოცვა, რომელიც ნათლისღების წინა დღეს უნდა წაიკითხოთ
სამი მიმართულება, სადაც მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია - გაფრთხილება მძღოლებს
თბილისის ქუჩებში, ასევე, შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
ნათლისღების წინა დღეს - 18 იანვარს მარხვაა
18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
18 იანვარის ამინდის პროგნოზი
კობა ლიკლიკაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გუნდს შეუერთდა
17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
17 იანვარის ამინდის პროგნოზი
პატრიარქი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
მყინვარების მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება გატარდება -დავით სონღულაშვილი
ირაკლი კობახიძეს შვეიცარიელმა ექსპერტმა მყინვარული ხეობების კვლევის შედეგები გააცნო