ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, დოკუმენტებით, რომლებსაც ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან, რეჟიმი ასე ვერ დამარცხდება, პოლიტიკური პროცესია გამოსაცოცხლებელი -ტატა ხვედელიანი
ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, რომელიც იქმნება, დაიღალა დოკუმენტებით, რომლებსაც ასე ერთობლივად ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან ეს ადამიანები, ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის აფილაცია გამორიცხულია, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რეჟიმის დამარცხება ვერ მოხდება ვერანაირი ხელმოწერებით, დეკლარაციებით, ტყუილი ერთობებით.
„საკითხთან დაკავშირებით ინიციატივის მესვეურები ალბათ უკეთესად ისაუბრებენ, მიზანთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენი მხრიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე სახის აფილაცია გამორიცხულია, ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია. ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, რომელიც იქმნება, დაიღალა დოკუმენტებით, რომლებსაც ასე ერთობლივად ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან ეს ადამიანები. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმეა არსებული მდგომარეობა, დღესდღეობით რეჟიმთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც იქმნება ტყუილი მოლოდინები, ეს სულ უფრო აზიანებს საბოლოო შედეგს. რეჟიმს ვერ დავამარცხებთ ვერანაირი ხელმოწერებით, ვერანაირი დეკლარაციებით, ვერანაირი ერთობებით, ტყუილი ერთობებით. რეჟიმის დამარცხება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლა იქნება თანმიმდევრული, პოზიციები იქნება მყარი და ყველა პლატფორმა იქნება გამოყენებული, რომ რეალური ოპონირება მოხდეს რეჟიმთან და რეალური წინააღმდეგობის გაწევა მოხდება „ოცნებისთვის". მე არ მჯერა მათი მორიგი ტყუილი ერთობის, არ მჯერა, რომ ხელს მოაწერენ რაღაც დოკუმენტს და დამარცხდება რეჟიმი", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მისი თქმით, დღეს რეალური საბრძოლო ადგილია პოლიტიკა.
„პოლიტიკური პროცესი არის გამოსაცოცხლებელი, პოლიტიკა არის დასაბრუნებელი პოლიტიკაში და პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ, პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ ნაბიჯებზე, ვიბრძოლოთ, რომ ხალხს ის მდგომარეობა შევუცვალოთ, რომელიც „ოცნების" პასუხისმგებლობით დადგა", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"ფორმულამ" გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა
თამარ ზოდელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ხალხი დაიღალა ტყუილი ერთობებით, დოკუმენტებით, რომლებსაც ფსევდო ხელმოწერებს უძღვნიან, რეჟიმი ასე ვერ დამარცხდება, პოლიტიკური პროცესია გამოსაცოცხლებელი -ტატა ხვედელიანი
ჩინეთი მზად არის დააჩქაროს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებული პროტოკოლის ხელმოწერა და ძალაში შესვლა - ჭოუ ციენი
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი
პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფოს გადატრიალების, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მცდელობას -ლევან მაჭავარიანი
ვატო შაქარიშვილი: ნეიტრალიტეტი იქნება ის რეალური უსაფრთხოების ქოლგა და გარანტია, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ამ დიდი გადანაწილების შემდეგ
,,თუ ფიშერს ჩვენი ნათქვამი არ მოსწონს, იცოდეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება მისდამი''- ნინო წილოსანი
ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მარიამ ლაშხი თეიმურაზ პაპასკირის განცხადებაზე: თუ ეს გეგმა ერთობლივი არ არის, მაშინ არ გეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “ბიბისი”
გვარამიას პარტიის წევრმა, სავარაუდოდ, წინასწარ შედგენილი გეგმა გათქვა
ჯაფარიძის პარტია და "ნაცმოძრაობა" ოპოზიციად დიდი ხანია, არ მოიხსენიება, ესენი არიან ძალები, რომლებიც უცხოეთიდან დაკვეთებს ასრულებენ, ე.წ. გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ -გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის და წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, შეცვლიან თუ არა კაია კალასს, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჩვენ ვისურვებდით ბევრად კომპეტენტურ ადამიანს -ლევან მახაშვილი
უკრაინა გაიწირა და ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მათი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება, თუ რუსეთთან დაალაგებენ ურთიერთობას და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი-სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი: სუფრაზე, სადაც მსოფლიო გადანაწილება ხდება, ევროკავშირი მირთმეულია როგორც კერძი და არა როგორც მოთამაშე, რომელიც არჩევს თავისთვის სასურველ კერძს
,,გერმანიის ელჩმა განცხადება უნდა გააკეთოს, რატომ მოხდა რომ დახურული იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არ აცნობა''- გიორგი ვოლსკი
,, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობაში ორი ტიპის მიდგომაა''- ეკა სეფაშვილი
პეტერ ფიშერის რადიკალებთან საიდუმლო შეხვედრა გასაკვირი არავისთვის არ არის -ლევან მაჭავარიანი