,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი

 

პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება სასურსათო ფასების რეგულირების საკითხს და წერს, რომ ხელოვნურად გაზრდილი, ან ფარული გარიგებებით შენარჩუნებული ფასები, აღიქმება, როგორც შიდა სტაბილურობის შერყევა და შესაბამისად, სუსის პირდაპირი ინტერესის საგანია.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მელე რამდენიმე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდებით, რაც ფასწარმოქმნის პროცესების გამჭვირვალობასა და ანტიკონკურენტული პრაქტიკების კონტროლს გაამკაცრებს.

„ქვეყნის პოლიტიკური „შაჰიდები" და რადიკალები ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლების მიერ წამოწყებული მეტად მნიშვნელოვანი პროცესები, გადაფარონ მორიგი მრავალფეროვანი დეზინფორმაციული შტურმით, რაც იმის უტყუარი ინდიკატორია, რომ უსამშობლოების მეტად მტკივნეულ სეგმენტს შევეხეთ. სუს-ის მიერ სურსათზე ფასების ფორმირების შესწავლის დაწყება არ არის სოციალური პოპულიზმი და არც რაიმე დაკვეთაზე რეაგირება. ეს არის პრიორიტეტების გადანაცვლება - ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა, პირდაპირ იქნა გადაყვანილი შიდა უსაფრთხოების კატეგორიაში.

უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური რადიკალიზმის, საბოტაჟისა და დესტაბილიზაციის საფრთხეებზე საკუთარი ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციის შემდეგ, სუსმა რესურსები გაათავისუფლა და შევიდა მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ ზონაში - „კარტელებში", ფასწარმოქმნის გადამეტებულ მარჟებში და პროდუქციის მომხმარებლამდე საბოლოო მიწოდების ჯაჭვებში და ამ სფეროში შესაძლო არსებულ დახურულ შეთანხმებებში.

სუსი ამ შემთხვევაში მოქმედებს არა რეკომენდაციებით, არამედ კანონით მინიჭებული ფუნქციონალური იძულებითი მანდატით. დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელებისგან კონტრაქტების, ბუღალტრული დოკუმენტებისა და ინვოისების მოთხოვნა მკაფიო სიგნალია ბაზრისთვის: საუბარია არა „მონიტორინგზე", არამედ შესაძლო ეკონომიკური საბოტაჟის იურიდიულ კვალიფიკაციაზე. საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა სოციალური უკმაყოფილების უნივერსალური ტრიგერია. მას არ სჭირდება იდეოლოგია და ის არ იყოფა პარტიულ ხაზებზე, არამედ, პირდაპირ აზიანებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფოს მიმართ.

ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი, არამედ დესტრუქციული ძალების მიერ საზოგადოებრივი ტემპერატურის მართვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ხელოვნურად გაზრდილი, ან ფარული გარიგებებით შენარჩუნებული ფასები, აღიქმება, როგორც შიდა სტაბილურობის შერყევა და შესაბამისად, სუსის პირდაპირი ფუნქციონალური ინტერესის საგანი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი მტკიცებულებების დაგროვების ფონზე, რამდენიმე გახმაურებული საქმის მომსწრენი გავხდებით, რაც ფასწარმოქმნის პროცესების გამჭვირვალობასა და ანტიკონკურენტული პრაქტიკების კონტროლს გაამკაცრებს.

ეს კი ხელისუფლებას მისცემს სწრაფ პოლიტიკურ ეფექტს და ბაზრის დისციპლინირებას, სისტემური შოკის გამოწვევის გარეშე. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელს სუსი ამ ხაზს არ დათმობს. ყველას კარგად ესმის, რომ ფასები, შიდაპოლიტიკური ლეგიტიმაციის გამყარების ყველაზე სწრაფი და იაფი ინსტრუმენტია. ეს კამპანია დიდი ალბათობით გაფართოვდება: სურსათიდან, ფარმაციამდე და იმპორტის ჯაჭვებამდე. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია შესრულების ხარისხზე: არაკეთილსინდისიერი სფეროების გონივრული გაწმენდა ბაზრის დისციპლინას მოიტანს, საბოტაჟს დაამარცხებს და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს", - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 





მსგავსი სიახლეები
კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია
,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი
"ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს''- ლევან მაჭავარიანი
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა
,,ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს''- დავით მათიკაშვილი
,,აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას - ხომ არ არის ეს საბოტაჟი?''- გიორგი ვოლსკი
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა''- დავით მათიკაშვილი
„ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს, პირველ რიგში, არის "ოცნება" - გიორგი შარაშიძე
,, ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით''- სოზარ სუბარი
,,ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს''- ვოლსკი
,, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არჩევნების განხილვას გარკვეული საფუძველი აქვს ''- ვოლსკი
„საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია''- თეა წულუკიანი
დაე, ხალხმა გადაწყვიტოს - საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ
მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა -კახა კალაძე
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი