კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია

მე კითხვა მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებენ „ქოცები"ქვითრებს და არა იმაზე, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

როგორც გეგელია აღნიშნავს, საია ამბობს, რომ სარჩელში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნა არ ყოფილა, რაც, მისთვის დამაკმაყოფილებელი ცნობაა.

„საია, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო. რაც შეეხება არჩევნების გაყალბება-არგაყალბების საკითხს, თუკი „ქოცების" რეჟიმს ოდესმე რაიმე სურვილი ჰქონდა, საკუთარი სიმართლე დაემტკიცებინა, უმარტივესად შეეძლოთ იმ ქვითრების გახსნა, რომელიც იყო და ახლა უნდა იყოს დაცული. საქართველოს დემოკრატიული ძალები მოვითხოვდით, ქვითრები გახსნილიყო და ხალხს რეალურად ენახა, ვინ მისცა ხმა. ეს არანაირი პრივატულობის დარღვევა არ იყო, დოსიეები არჩევნების დღეს ისედაც საჯაროა, მაგრამ „ქოცებმა" დამალეს, ვინ მისცა ხმა არჩევნებზე, რადგან მათ ხმა გამყალბებლებმა მისცეს, ემიგრანტებისა და სხვა ისეთი პირების სახელით, რომლებიც არჩევნებზე ფიზიკურად არ ყოფილან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.

ამასთან, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საჩივრებიდან დგინდება, რომ მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 





მსგავსი სიახლეები
კითხვა არ მიჩნდება, რატომ არ ასაჯაროებს საია სარჩელს, როგორც მაღალი რეპუტაციის მატარებელი ორგანიზაცია, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ისე ამბობს, როგორც იყო-გრიგოლ გეგელია
,ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საბოტაჟის ამ ეტაპზე, ეს უკვე აღარ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი''- დავით ქართველიშვილი
"ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს''- ლევან მაჭავარიანი
"მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ წინა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ხალხისთვის" - გიორგი კაპანაძე
ჰელსინკის კომისიამ 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენა ჩანიშნა
,,ქვეყანაში არსებული პრაქტიკა ფასებთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს''- დავით მათიკაშვილი
,,აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას - ხომ არ არის ეს საბოტაჟი?''- გიორგი ვოლსკი
„ენჯეოშნიკების“ ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა''- დავით მათიკაშვილი
„ფასები ამ ქვეყანაში არის არასამართლიანად მაღალი და თუ ვინმე ამაზე აგებს პასუხს, ეს, პირველ რიგში, არის "ოცნება" - გიორგი შარაშიძე
,, ახლოვადიან პერსპექტივაში ზანგეზურის დერეფანი ჩვენი კონკურენტი ვერ იქნება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში პირიქით''- სოზარ სუბარი
,,ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს''- ვოლსკი
,, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არჩევნების განხილვას გარკვეული საფუძველი აქვს ''- ვოლსკი
„საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია''- თეა წულუკიანი
დაე, ხალხმა გადაწყვიტოს - საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ
მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა -კახა კალაძე
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი