გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე კვლავ სალომე ზურაბიშვილია მითითებული საქართველოს პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს არის სამარცხვინო, მდაბიო ქცევა, რაც საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობას აზიანებს.
„გერმანიის ელჩი ბოლო ინტერვიუში, ჩემი აღქმით, საკმაოდ ყალბად, თითქოს წუხილს გამოხატავდა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები არის გაუარესებული და ცდილობდა ამის გადაბრალებას საქართველოს მთავრობისთვის. აქ მაქვს მარტივი კითხვა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე, ოფიციალური მონაცემებში ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით აქვთ მოკლე ინფორმაცია, ვინ არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველოსთან დაკავშირებით 2024 წლის ოქტომბრიდან, ანუ არჩევნების შემდეგ, არცერთხელ არ განახლებულა ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, რომ, სტანდარტულად, ექვს თვეში ერთხელ ხდება ნებისმიერი ქვეყნის მონაცემების განახლება. საქართველოს შემთხვევაში კვლავ სალომე ზურაბიშვილი არის მითითებული პრეზიდენტად და ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრად. ვისთან აქვს გერმანიის ელჩს კომუნიკაცია, საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს, ვისთან მივიდა, ილია დარჩიაშვილი ნახა იქ სადმე, კაბინეტებში თუ კორიდორში? ეს ხომ სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ეს არ არის რომელიმე ვებადმინისტრატორის ხარვეზი და შეუძლია გერმანიის ელჩს, შემისწოროს, თუ ასე არ არის. გერმანიის ვებადმინისტრატორს თუ რუსეთი არ ავიწყდება, ქვეყანა, რომელზეც გერმანიის წინა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერბოკმა თქვა, რომ ომში არიან რუსეთთან, და მის მონაცემებს ანახლებენ, არ ეზარებათ და არ ავიწყდებათ. სირია ხომ არ ავიწყდებათ და განახლება ხდება, ირანზეც რომ აქვთ ხოლმე ძალიან ემოციური ფონზე, ის არ ავიწყდებათ და ა.შ. მთლიანად, არათუ რეგიონი, მსოფლიოში ქვეყანა არ ავიწყდება იმ ვებადმინისტრატორს, მითიურ „აიტიშნიკს“, რომელსაც ვინმემ, შეიძლება, დააბრალოს, რომ საქართველო გამორჩა. ეს არის ის მდაბიო ქცევა, რომელიც სინამდვილეში აზიანებს ურთიერთობას საქართველოსა და გერმანიას შორის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს აინტერესებს, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას და პასუხი უნდა გასცენ ამ კითხვას.
„გერმანიის ელჩს საქართველოსთან სულ სამწლიანი მისია აკავშირებს, მე პირადად და ჩვენს გუნდში ბევრს, ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან თუ განათლებიდან გამომდინარე, გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს. მისი წუხილი რა მოსატანია იმ წუხილთან, რომელიც ჩვენ გვაქვს იმის გამო, რა უქნა ქართულ-გერმანულ ურთიერთობას იმ ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, აგურ-აგურ ნაშენ 30-წლიან მეგობრობას ორ ქვეყანას და ხელისუფლებებს შორის, ხაზს ვუსვამ, რომელიც გენშერის დროიდან დაიწყო და ქართულ საზოგადოებაში გერმანიის რეპუტაცია განსაკუთრებით მაღალი იყო. დღეს, როდესაც ადამიანებს ვხვდები, მეკითხებიან, რას სჭირს გერმანიას, რატომ იქცევა ასე ქვეყანა, რომელმაც პირველი საელჩო გახსნა საქართველოშიო. დღეს გერმანია თავისი ელჩის სახით ქართველი ხალხის თვალში არის წარმოდგენილი ისე, თითქოს არის ქვეყანა, რომელიც პირველი უთხრის ძირს ქართულ დემოკრატიას. ამას გვეკითხება ჩვენი მოსახლეობა, ადამიანები, რა დაემართა გერმანიას, რომ მისი ელჩი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქართულ დემოკრატიას? ასე რომ, ამასთან დაკავშირებით პასუხი ქართველ ხალხს გაგვცენ. ასევე, გვაინტერესებს, მაშინ ის „აიტიშნიკი“ მაინც გაგვაცნონ, შეიძლება, ქართველი „აიტიშნიკია“, ვინმე „ნაცი“ და ამიტომ ცდილობს, რომ დააზიანოს საქართველო. რასთან გვაქვს საქმე, ამაზე მე პირადად პასუხს ველოდები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე
"ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ დაახლოებით 70-80%-ით ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია" - ალექსანდრე რატიშვილი
,,ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს''- Sky News
ირაკლი კობახიძე კომპანია Aqualia-სა და GWP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება-დონალდ ტრამპი
"საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან იმიტომ, რომ ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელს ეს არ მოსწონს" - პიტერ სიიარტო
,,კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა''- პრემიერი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი: ევროპამ რუსეთთან დიალოგი უნდა განაახლოს
ჯო ბაიდენმა ამერიკული ტანკები და თვითმფრინავები ავღანეთში დატოვა -დონალდ ტრამპი
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
კიევში ამ მომენტშიც ისმის განგაშის ხმა, რაც ნიშნავს, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის-ვოლოდიმირ ზელენსკი
,,ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი - ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს''- მაკა ბოჭორიშვილი
,, ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით''- ქართველიშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს