,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეწყობა საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები", უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში შეძლონ მაღალი დონის უმაღლესი განათლების მიღება.

„რაც შეეხება საერთო მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში, ალბათ რთულია, ვიდავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მდგომარეობა საქართველოში უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ მაღალი დონის უმაღლესი განათლება. რეფორმის კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ჩვენი აზრით, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას. დღეს, ეს არ არის უზრუნველყოფილი ჩვენი სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის და გვინდა, რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ. ამას არ ეყოფა პროცესების ისე განვითარება, მდორედ, როგორც ეს აქამდე ვითარდებოდა, ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები. როდესაც წარვადგინეთ რეფორმის კონცეფცია, დავიწყეთ ეს ყველაფერი ერთგვარი აღიარებითი ჩვენებით და ვთქვით, რომ თუკი სადმე არ გვქონდა ხელშესახები შედეგები, ჩვენს ხელისუფლებას ვგულისხმობ, ეს იყო განათლების სისტემაში, სადაც რაიმე არსებითი, გარდამტეხი ცვლილება არ განხორციელებულა. რა თქმა უნდა, განათლების დაფინანსების კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, იყო მთელი რიგი ფუნდამენტური ცვლილებები, მაგრამ რასაც გარდამტეხი ცვლილება ჰქვია, ასეთი არ განხორციელებულა. ჩვენი მიზანია, სწორედ ასეთი - არსებითი ცვლილება შევიტანოთ სისტემაში.

ამისათვის დავიწყეთ მუშაობა, განისაზღვრა 7 გამოწვევა. ჩვენ თავიდანვე ვთხოვეთ ყველას - ოპონენტებს, არაოპონენტებს, რომ დაეპირისპირებინათ არგუმენტები თითოეული ამ გამოწვევის მიმართ. იქნებ ჩვენ ვცდებით და რომელიმე ეს გამოწვევა არ არის აქტუალური და რელევანტური. შემდეგ თითოეული ამ გამოწვევის შესაბამისად, განისაზღვრა 7 ამოცანა, თითოეულზე საპასუხოდ. აქაც კითხვა დავსვით, იქნებ ჩვენი მიდგომაა არასწორი და გვითხარით. თუ ყველა ვთანხმდებით, რომ გარდამტეხი ცვლილება გვჭირდება, მაშინ თქვენ შემოგვთავაზეთ, რას გააკეთებდით ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, რაზეც რაიმე საგნობრივი დისკუსია საზოგადოებაში არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში, მე აქ არგუმენტები ვერ მოვისმინე.
რაც შეეხება პროცესს და რამ მიგვიყვანა აქამდე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის სათავეებთან იდგნენ ივანე ჯავახიშვილი, სხვა დიდი მოაზროვნეები და მათ შექმნეს ის სისტემა, რომელიც დღემდე მოვიდა. თავისი სირთულეები და პრობლემები ჰქონდა, რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდს, შემდეგ იყო 90-იანი წლები, იყო ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და სხვა ტიპის კრიზისები, რამაც ძალიან დიდი, მძიმე კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას, რაც ყველას მოგეხსენებათ. ამის შემდეგ იყო 2004-2012 წლები, სადაც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა უმაღლესი განათლების სისტემას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა თსუ,"- განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო''- ლევან ჟორჟოლიანი
,,საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას''- თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი - მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
პარლამენტში ხვალ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიმართება
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
,,ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ,''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე პეტრე ცაავას განცხადებებზე - როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
,,2,5 წელში იმართება საპარლამენტო არჩევნები, ყველას შეუძლია მოემზადოს ამ არჩევნებისთვის''- პრემიერი
,,ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის დღევანდელ სახეს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ
ირაკლი კობახიძე - ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით
გია ვოლსკი - იმედია, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ხარვეზს მალე გამოასწორებენ და საქართველოს შესახებ ინფორმაცია განახლდება
ირაკლი კობახიძე - ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა, ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, რჩება ისევ ისეთ ბოროტ ძალად, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირს ჰქონდა ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობა, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, თუმცა ამჟამინდელ ევროკავშირს სამივე მიმართულებით თუ გამოწვევები აქვს, ეს ძალიან გვაწუხებს
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
გიგა ბოკერია - ოპოზიციის ალიანსის ამოცანაა, ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები და შეიცვალოს რეჟიმი, არჩევნებამდე გვჭირდება გარდატეხა საზოგადოებაში, მშვიდობიანი საპროტესტო ტალღა